უმარტივესი რეცეპტი ნაზი ხელებისთვის!
ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როდესაც დილით გაღვიძებულებს ხელებზე კანის საშინელი სიმშრალე გვიგრძნია. ეს რომ არ განმეორდეს, გთავაზობთ შაქრის სკრაბის ძალიან მარტივ რეცეპტს, რომელიც კანს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს, დაატენიანებს და გაანაზებს.
ინგრედიენტები:
ინგრედიენტები:
- 1/3 ჭიქა ქოქოსის ან ნუშის ზეთი
- 2 ჭიქა თეთრი შაქარი
- საკვებში გამოსაყენებელი საღებავი
- მინის ქილა მჭიდრო თავსახურით
- სურვილის შემთხვევაში, სხვადასხვა ეთერზეთი
მხოლოდ აურიეთ ერთმანეთში აღნიშნული ინგრედიენტები და დაამატეთ შაქარი, სანამ სასურველ კონსისტენციას არ მიიღებთ. შაქრის სკრაბი უნდა იყოს რბილი და ცხიმიანი და არა მშრალი.
შეხედულებისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა ზეთიც, მაგალითად ლავანდის ზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, პიტნისას გამაცოცხლებელი, ევკალიპტისას კი დამარბილებელი.