ტანის კარაქი ჭარხლითა და პიტნით
ამ კარაქს სხვა დანარჩენ სასარგებლო თვისებებთან ერთად, საოცარი ფერი აქვს.
ინგრედიენტები:
3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი.
2 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი (გამოწურეთ წვენსაწურში).
2 წვეთი პიტნის ეთერზეთი.
ინსტრუქცია:
ინგრედიენტები:
ინსტრუქცია:
- ემალის ჯამი სანახევროდ აავსეთ წყლით და დადგით ცეცხლზე. წყლიან ჯამში ჩადგით მეორე ჯამი, რომელშიც ინგრედიენტებს მოათავსებთ. გაადნეთ ქოქოსის ზეთი.
- დამდნარ ზეთს ჩაუმატეთ ჭარხლის წვენი.
- რაც შეიძლება კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ზეთს და წვენს უჭირს შერევა, თუმცა კარგად ერევა ერთმანეთს ოდნავ გაგრილებისას.
- გადმოდგით ჯამი ცეცხლიდან და 5 წუთით შედგით მაცივარში, შემდეგ ისევ აურიეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ ტანის კარაქის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ - რბილს, მაგრამ საკმაოდ მყარს. გამოიღეთ ნაერთი მაცივრიდან.
- დაუმატეთ პიტნის ეთერზეთი.
ვინაიდან ეს კარაქი ნატურალური ჭარხლის წვენს შეიცავს, დიდხანს არ ინახება, ამიტომ გირჩევთ, მცირე ულუფებად გააკეთოთ. თუკი ხშირად არ იყენებთ, შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ, ე ვიტამინი დაუმატოთ, რაც კომპონენტებს კარგად „შეინახავს“.