ტუჩების პირველი დახმარება სიცივეში - შაქრიანი სკრაბი
სიცივე ტუჩის ნაზ კანს ძალიან აზიანებს, ამიტომ ზამთარში ტუჩების მოსავლელად ეს სკრაბი შეგიძლიათ დაამზადოთ.
ინგრედიენტები
ინგრედიენტები
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
ყველა ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. შეიძლება ქოქოსის ზეთი კარგად არ შეერიოს დანარჩენ ინგრედიენტებს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა.
წაისვით მცირე რაოდენობით სკრაბი ტუჩებზე და დაიმასაჟეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება.
ზედმეტი მასა ნაზად მოიწმინდეთ ტუჩებიდან ქაღალდის ხელსახოცით.