ვანილიანი ლატეს სკრაბი - „გემრიელი“ კანის საიდუმლო

ვანილიანი ლატეს სკრაბი - „გემრიელი“ კანის საიდუმლო
ეს შინ მომზადებული საშუალება არაჩვეულებრივად სასარგებლო და საოცრად არომატულია. ყავის ნალექის გამოყენება ძალიან სასარგებლოა თქვენი კანისთვის, რადგან ამკვრივებს მას და ცელულიტის განვითარებას უშლის ხელს.

ეს სკრაბი არამხოლოდ მკვდარ უჯრედებს გაცილებთ, მასში შემავალი ქოქოსის ზეთი და ნუშის რძე არაჩვეულებრივად ატენიანებს და კვებავს კანს.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 3 სუფრის კოვზი დაფქვილი ყავა



  • 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი



  • 1 სუფრის კოვზი ნუშის რძე



  • რამდენიმე წვეთი ვანილის ექსტრაქტი



    კონტეინერში ერთად მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. თუ ცოტა უფრო სველი კონსისტენციის სკრაბი გინდათ, დაუმატეთ ქოქოსის ზეთი.