მარტივი ხრიკები გოგონებისთვის, რომლებიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

ქალად ყოფნა ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომ ცხოვრების გასამარტივებლად ასეთი პატარა ხრიკების ცოდნა ძალიან სასარგებლოა.
- მაკიაჟის მოსაშორებელი დისკები
ეს ძალიან კარგი იდეაა, თქვენ არამხოლოდ მაკიაჟის მოცილების საშუალება გაქვთ, არამედ ზუსტად იცით, რისგან შედგება ის. - სიმინდის სახამებელი მშრალი შამპუნის ნაცვლად
თუკი ეძებთ იაფ საშუალებას თმის ცხიმიანობის შესამცირებლად, უბრალოდ წაისვით სიმინდის სახამებელი თმის ძირებზე. - თმის სამაგრების თვითნაკეთი ყუთი „ტიკ-ტაკის“ კოლოფში
თუკი თქვენი თმისსამაგრები ხშირად უჩინარდება, ამ ხრიკის საშუალებით ლამაზ და პრაქტიკულ კონტეინერს დაამზადებთ და ეს პრობლემა აღარ გექნებათ. - ფერადი თმისსამაგრები
თმისსამაგრების შესანახი ყუთი უკვე გაქვთ, ახლა დროა, ისინი გააფერადოთ. - საშრობი ქაღალდი თმის ჯაგრისზე
თუკი თმა გემუხტებათ, შემოაკარით საშრობი ქაღალდი თქვენს ჯარისს ან სავარცხელს. გარდა იმისა, რომ თმას „მოარჯულებს“, სავარცხელს დაბინძურებისგანაც დაიცავს. - კულულები ფოლგაში
თუ სწრაფ გზას ეძებთ თმის დასაკულულებლად, დაახვიეთ თმა, შემოაკარით ფოლგა და თმის უთო მოუჭირეთ. - ჰაეროვანი კულულები 5 წუთში
უბრალოდ დაგრიხეთ თმა და თმის საშრობით გაიშრეთ. - თმის სარჭები და თმის ლაქი
თმის სარჭები რომ არ მოგვძვრეს, თმაზე გაკეთებამდე მიასხურეთ თმის ლაქი. ასე ისინი უფრო კარგად დაფიქსირდება თმაზე. - თვალის წვეთები გამშრალი ტუშისთვის
თუკი ამჩნევთ, რომ ტუში შრება, ჩაუმატეთ ცოტაოდენი თვალის წვეთები. - კბილების გათეთრება
ლიმონი და სოდა ბუნებრივი მათეთრებლებია, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი კბილების გასათეთრებლად.