ხვეული თმის მოვლის 5 ხერხი ვარსკვლავების სტილისტისგან
ყველა გოგონამ, ვისაც ხვეული თმა აქვს, იცის, რომ კულულები თავის ნებაზე ცხოვრობენ. თუკი დილით კულულები ისე გამოიყურება, რომ თავისუფლად შეიძლება, შამპუნის სარეკლამო რგოლისთვის გამოიყენო (თუმცაღა ეს ძალიან იშვიათად ხდება), შუადღისას თავზე უკვე გაურკვეველი შესახედაობის აბურდული მასა გვაქვს. ეს გამაღიზიანებელია, ეს უსამართლობაა და ეს არის ხვეულთმიანი გოგონას ცხოვრება!
თქვენ ალბათ უკვე შემუშავებული გაქვთ ურჩი კულულების მოვლის თქვენეული ტექნიკა, თუმცა რამდენიმე ახალი ხრიკის დამატება მაინც არ იქნება ზედმეტი.
მარა როჟაკი, რომელიც ე.წ. „ვარსკვლავური სტილისტია“ და მუშაობდა კეიტ მარასთან, ლილი კოლინზთან და ემა სტოუნთან, ხვეული თმის დამორჩილების რამდენიმე ხერხს გვთავაზობს:
თქვენ ალბათ უკვე შემუშავებული გაქვთ ურჩი კულულების მოვლის თქვენეული ტექნიკა, თუმცა რამდენიმე ახალი ხრიკის დამატება მაინც არ იქნება ზედმეტი.
მარა როჟაკი, რომელიც ე.წ. „ვარსკვლავური სტილისტია“ და მუშაობდა კეიტ მარასთან, ლილი კოლინზთან და ემა სტოუნთან, ხვეული თმის დამორჩილების რამდენიმე ხერხს გვთავაზობს:
- გამოიყენეთ კარგი ხარისხის თმის კრემი
მაგალითად L’Oréal Paris Advanced Hairstyle Curve It Curl Taming Cream, რომელიც ძალიან ნაზი და მსუბუქი კონსისტენციისაა, თუმცა მშვენივრად ახერხებს კულულების დამორჩილებას. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან სქელი, უხეში და დაუმორჩილებელი კულულები გაქვთ, სცადეთ უფრო მდიდარი და კონცენტრირებული ფორმულა, მაგალითად Kinky-Curly Curling Custard or Shea Moisture Curl Enhancing Smoothie. აღნიშნული საშუალებები უნდა დაიტანოთ პირსახოცით შემშრალ, ნესტიან თმაზე. - ისწავლეთ დიფუზორის გამოყენება
„მას შემდეგ, რაც ზემოთ აღნიშნულ საშუალებას დაიტანთ ნესტიან თმაზე, სანახევროდ შეიშრეთ კულულები დიფუზორის გამოყენებით, შემდეგ კი აცალეთ, თვითონ გაშრეს“ - გვირჩევს როჟაკი. ამგვარად თავიდან აირიდებთ თმის დაზიანებას და გამოშრობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ყოველდღიურად იყენებთ ფენს. - დაუმეგობრდით თმის ზეთებს
თმის ზეთი ბრწყინვალე დანამატია თმის მოვლისთვის, განსაკუთრებით თუ თმას ხშირად იშრობთ ფენით. „თმის ფენით გაშრობამდე დაიტანეთ თმის ზეთი არ შრატი თმის ბოლოებიდან დაახლოებით სიგრძის ნახევარზე, დაიხსომეთ, ამ დროს თმა ჯერ ისევ ნესტიანი უნდა იყოს,“ - ამბობს როჟაკი - „ თმის საშრობს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წვრილი თავი, რომ კულული სრიალა და აკურატული იყოს გაშრობის შემდეგ. დაუმორჩილებელ ადგილებს ოდნაც წაახმარეთ თმის უთო“. - მცირე კორექტივების შეტანა მარტივია
ხანდახან თქვენი კულულები უბრალოდ უარს აცხადებენ ისე დალაგდნენ, როგორც თქვენ გინდათ. თუმცა ამის გამო ცხენის კუდივით ნუ გამოინასკვავთ და ნუ ჩათვლით, რომ ეს დღე აუცილებლად ცუდი ვარცხნილობით უნდა გაატაროთ. „შეგიძლიათ, თან ატაროთ წყლიანი მოთლი გასასხურებელი თავით. დროდადრო მსუბუქი დანამვა კულულებისთვის სასურველი ფორმის მიცემაში დაგეხმარებათ, დანამულ თმაზე კი თითებით შეიზილეთ კრემი ან შრატი“. - კარგად დაიტენიანეთ თმა
ჩვეულებრივ, ხვეული თმა სწორზე უხეშია, ამიტომ უფრო მიდრეკილია გამოშრობისკენ,“- ამბობს როჟაკი,- „რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ღებვა და ყოველდღიურად ფენით გაშრობა თმის გამოფიტვის საწინდარია. გამოიყენეთ კონცენტრირებული ნიღაბ-კონდიციონერები, მაგალითად Ouidad Curl Recovery Melt-Down Extreme Repair Mask ან DevaCurl Heaven in Hair mask.