ინდური ნიღაბი კანის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის. გაახალგაზრდავდებით რამდენიმე წლით!

ინდური ნიღაბი კანის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის. გაახალგაზრდავდებით რამდენიმე წლით!
აიურვედული კოსმეტიკა ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. ის მოდური ქალებისთვის ნატურალური შემადგენლობითა და სასიამოვნო არომატით არის მიმზიდველი. აიურვედული კოსმეტიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი გახლავთ კურკუმა, რომელიც კანზე დადებითად ზემოქმედებს.

გთავაზობთ სილამაზის ინდური ნიღბის რეცეპტს, რომელიც სწორედ კურკუმაზეა დაფუძნებული. მარტივი შემადგენლობა დაუბრუნებს თქვენს კანს სიჯანსაღეს და მბზინვარებას!

საჭირო მასალა:

  • 3 ს.კ. რძის ფხვნილი
  • 2 ს.კ. სიმინდის ფქვილი
  • 1 ს.კ. წყალი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 0,5 ს.კ. კურკუმა


მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ რძის ფხვნილი, სიმინდის ფქვილი და კურკუმა. რძის ფხვნილი ატენიანებს კანს და აუმჯობესებს კანის ფერს. სიმინდის ფქვილი ასუფთავებს კანს ზედმეტი ცხიმისგან, აცილებს შავ წერტილებს. კურკუმა, ანტიოქსიდანტების წყალობით, უჯრედების დაბერებას ეწინააღმდეგება და ამცირებს ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და მსიბუქი სკრაბის ეფექტი გააჩნია.
  2. შერევის შედეგად უნდა გამოვიდეს ერთგვარი ღია ყვითელი ფხვნილი.
  3. დაამატეთ თაფლი, წყალი და კვლავ მოურიეთ.
  4. მიღებული პასტა წაისვით სუფთა კანზე და აცადეთ, სანამ კარგად გაშრება.
  5. 15-20 წუთის შემდეგ დაიბანეთ სახე გრილი წყლით, თან წრიული მოძრაობებით ფრთხილად დაიზილეთ კანი.


ნიღბის ასეთი კურსის შემდეგ კანი ძალიან ნაზი და გლუვი ხდება, შესამჩნევად ახალგაზრდავდება და თანაბრდება კანის ფერი.