ასპირინის ნიღბები - ახალი სასწაულმოქმედი აღმოჩენა კოსმეტოლოგიაში!

ასპირინის ნიღბები - ახალი სასწაულმოქმედი აღმოჩენა კოსმეტოლოგიაში!
თუ თვლით, რომ ყველა სახის ნიღაბი სცადეთ შინაურ პირობებში - ცდებით! სცადეთ სუპერ ეფექტური ნიღბები ასპირინით. თანამედროვე კოსმეტოლოგიამ ძალზედ შეიყვარა ეს ნიღბები მისი თვისებების გამო: ანთებების სწრაფად ჩაცხრობა, აკნესთან ეფექტური ბრძოლა, კანის დეფექტების მოცილება. დღეს ჩვენ ნიღბის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

რას მოგიტანთ ეს პროცედურა
  1. გაწმენდს კანს
  2. შეავიწროვებს ფორებს
  3. შეამცირებს ცხიმის გამოყოფას
  4. ხელს შეუშლის გამონაყარისა და მუწუკების წარმოშობას
  5. ასპირინის ნიღბები სახისთვის

1. კლასიკური ნიღაბი

სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად, დაფქვით 6 აბი ასპირინი, დაასხით 1 ჩ.კ. წყალი, კარგად მოურიეთ. მიღებული მასა ფრთხილად შეიზილეთ კანზე და გაიჩერეთ 5 წუთით. ჩამოიბანეთ მასაჟის მოძრაობებით ცივი წყლით.

რეცეპტი უფრო ეფექტური რომ გამოდგეს, გაიმეორეთ პროცედურა 10 დღის განმავლობაში დღეგამოშვებით. შემდეგ დაასვენეთ კანი 7 დღით და კვლავ გაიმეორეთ კურსი.

რეცეპტი #2. სახის გამწმენდი ნიღაბი ასპირინით

ასეთი ნიღაბი უხდება ყველა ტიპის კანს

ძირითადი ინგრედიენტები - 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. თაფლი. მშრალი კანისთვის დაამატეთ ½ ჩ.კ. ჟოჟობას ზეთი, ცხმინიანისთვის - ½ ჩ.კ. წყალი.
კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და დადგით წყლის აბაზანაზე, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.

  • გაიწმინდეთ კანი და წაისვით მიღებული მასა ფრთხილად.
  • გაიჩერეთ 20 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
  • გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ.


რეცეპტი #3. ნიღაბი-სკრაბი ანთების ჩასაცხრობად

შეურიეთ 4 აბი ასპირინი და 1 ს.კ. წყალი. კომბინირებული ტიპის კანისთვის დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.

  • წაისვით მიღებული მასა და შეიზილეთ 5 წუთის განმავლობაში.
  • შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით.


შედეგად:

  1. შესანიშნავად გაწმინდავთ ფორებს.
  2. დაამშვიდებთ გაღიზიანებულ კანს.
  3. დააცხრობთ ანთებებს.