ძალიან ეფექტური და მარტივი რეცეპტი ბუასილის სამკურნალოდ! აუცილებლად სცადეთ!

ძალიან  ეფექტური და   მარტივი  რეცეპტი ბუასილის სამკურნალოდ! აუცილებლად სცადეთ!
ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს მე მომმართავს ხოლმე თხოვნით, ვასწავლო საჭირო რეცეპტი, რადგან იციან, ასეთი უამრავი რეცეპტი მაქვს შენახული. ახლა კი ბუასილის სამკურნალო რეცეპტი მინდა ვასწავლო თქვენს მკითხველს:

დაგჭირდებათ:
  • ჭინჭრის ფოთოლოლი
  • ხეჭრელის ქერქი

მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთნეთ, 30 წთ-ით დააყენეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 4 - ჯერ ძლიერი ტკივილის დროს. ამ რეცეპტით დამზადებული ნაყენი აჩერებს სისხლდენას უკანა ტანიდან, აცხრობს ტკივილს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. თუ ვინმეს გამოადგება ჩემი რეცეპტი, მოხარული ვიქნები.

ექიმის კომენტარი:
ჰემოროის ( ბუასილის ) მკურნალობისას უმთავრესი მომენტებია ყაბზობის მოხსნა და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შეწყვეტა. რეცეპტში შემავალი ორი კომპონენტი სწორედ ამას ემსახურება.
ჭინჭარში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებს ერითროპოეზს, ჭინჭრის პრეპარატებს აქვს სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება - ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის - პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა ჭინჭრის პრეპარატებს აქვს ნაღვემდენი , ანტიანთებითი თვისებები, აგრეთვე ააქტიურებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას. მცენარეში შემავალი ქლოროფილი კი აუმჯობესებს კუნთოვან ტონუსს, გულ - სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. ჭინჭრის პრეპარატებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ მათ, ვისაც მომატებული აქვს პროთრომბინის მაჩვენებელი. ხეჭრელი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და იგი შეკრულობის დროს საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი