სულ რამდენიმე ვარჯიში და ბტყელი და ლამაზი მუცელი გარანტირებულია!

სულ რამდენიმე ვარჯიში და ბტყელი და ლამაზი მუცელი გარანტირებულია!
მუცელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილია სხეულის, რაც ყოველთვის თვალში მოსახვედრია. თუმცა ცხიმების გროვა სილუეტს საგრძნობლად აუშნოვებს.

კილოგრამები ყველაზე ხშირად მუცელზე გროვდება, ამიტომაც აუცილებელია მოძრაობა. მათ ვისაც არ აქვს ბევრი დრო მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება სურს, შეუძლიათ მიჰყვნენ ამ მარტივ ვარჯიშებს და უმოკლეს დროში სასურველ შედეგს მიიღებენ.

მოცემული ვარჯიშები 10-20 წუთზეა გათვლილი

მოსათელად გააკეთეთ ზედა კორპუსის20-ჯერ დახრა! ფეხები მხრების სიგანეზე დააწყვეთ და სახით იატაკისკენ გადაიხარეთ! ხელები - წელზე დაიფიქსირეთ. შემდეგ დოინჯ-შემორტყმული, შესუნთქული მუცლით ამუშავებთ თეძოებს, შემოხაზეთ 20 – 20-ჯერ წრე მარჯვნივ და მარცხნივ. მოთელვას რომ დააასრულებთ 100-ჯერ მსუბუქად ახტით.

  1. მაკრატელა

    თეძოებზე დაიწყვეთ ხეები და ფეხები აწიეთ იატაკის პერპენდიკულარულად, მორიგეობით დაუშვით და აწიეთ ფეხები. გაიმეორეთ 20-ჯერ.

  2. 2ცოცავი

    მოთავსდით აჯიმანიის პოზაში, ხელის გულები მხრების სიგანეზე იატაკზე დაალაგეთ. მოაშორეთ ერთი ფეხი იატაკს და მოხარეთ მუხლთან. ბარძაყი უნდა გქონდეთ მუცლის გასწვრივ უძრავად. გაიმეორეთ 20-ჯერ, ჯერ ერთი ხოლო მეორე ფეხით.

  3. ნაკეცი

    იატაკზე მჯდომიარე მდგომარეობაში, ხელის გულები უკან წელის გასწვრივ. მუხლებს ხრით და მიგაქვთ მკერდის გასწვრივ, ჩამოშვებისას ფეხებს მთლიანად ასწორებთ. გაიმეორეთ 20-ჯერ.

  4. აწიეთ ფეხები დამჯდარ მდგომარეობაში.

    მოიმარჯვეთ სკამი მყარი დასაჯდომით. დაჯექით და წელში გასწორდით, შეისუნთქეთ მუცელი, ხელებით მოეჭიდეთ სკამის კიდეებს, მოხრილი ფეხები აწიეთ და მოხაზეთ წრე 20-ჯერ წელში მოუხრელად.


ამ 4 მარტივი ვარჯიშის შესრულების, მსუბუქად იხტუნავეთ ორივე ფეხზე, ისევე, როგორც მოთელვისას.