რჩევები სამკურნალო მცენარეთა შესახებ და რა არის მათი გამოყენების ზოგადი პრინციპები.

რჩევები სამკურნალო მცენარეთა შესახებ და რა არის მათი გამოყენების ზოგადი პრინციპები.
ვინც აგროვებს სამკურნალო მცენარეებს, შევახსენებთ, რომ არსებობს მათი გამოყენების ზოგადი პრინციპები, რომელთა გავთვალისწინებაც უპრიანი იქნება

  • მცენარეთა სხვადასხვა ნაწილები შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა თვისებებს ( მაგალითად, წითელი მოცვისა ). ეს გასათვალისწინებელია სამკურნალო ნედლეულის გამოყენების და მომარაგების დროს.

  • მცენარეულ ნედლეულს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები; ამიტომ მას აშრობენ ან ახმობენ ჩრდილში.

  • მცენარეები, როგორც ნედლი ისე გამხმარი, არ უნდა შეინახოთ პოლიეთილენში. სპეციალური პოლიეთილენის პაკეტები დასაშვებია გაყინვის შემთხვევაში.

  • გაყინვა - შესანიშნავი საშუალებაა კონსერვირების, მაგრამ ზოგიერთი მცენარე ამ დროს კარგავს თავის თვისებებს, მაგალითად პირშუშხა.

  • სამკურნალო ბალახებით მკურნალობა ძალზე ინდივიდუალურია: ის რაც ერთისთვის კარგია, შესაძლოა სხვას ვერ დაეხმაროს.

  • ყოველ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დაავადებების "ბუკეტი". ამიტომ გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ჩვენება, არამედ აგრეთვე უკუჩვენებაც სხვადასხვა მცენარის გამოყენებისას.

  • მცენარეული პრეპარატები მოქმედებენ ხანგრძლივი ( არა ნაკლებ ერთი კვირისა ) გამოყენების დროს.

  • სამკურნალო პრეპარატებს შეიძლება მივეჩვიოთ. ისინი უნდა ვცვალოთ 6 - 7 კვირის შემდეგ. ამიტომ თქვენს საოჯახო აფთიაქში უნდა იყოს მსგავსი მოქმედების რამდენიმე მცენარეული პრეპარატი.

  • ეს წესი რამდენადმე უჩვეულოა, მაგრამ ფართოდ არის მიღებული ხალხურ მედიცინაში: მცენარეული ნედლეული არ შეიძლება მოიკრიფოს ცუდ განწყობილებაზე. მცენარეების შეგროვებისას შეეცადეთ განეწყოთ ყოველი სულიერის მიმართ სიყვარულით.

  • წვენები უნდა მომზადდეს ახალმოკრეფილი მცენარეებისგან და შეისვას არა უგვიანეს ერთი საათისა მომზადების შემდეგ.

  • მცენარეულის და ბოსტნეულის კერძების შენახვა არ შეიძლება რამდენიმე საათითაც კი, ისინი მაშინვე უნდა მივირთვათ.

    მოკრეფილი მცენარეები უმალვე როდი კვდებიან. მათი უჯრედები განაგრძობენ სიცოცხლეს, ანუ სუნთქვას, საზრდოობას, დაშლილი ნივთიერებების გამოყოფას. მაგრამ მთლიანი მცენარის ყველა სისტემა უკვე დარღვეულია; შლადი ტოქსიკური პროდუქტები კი არ გამოდიან, არამედ გროვდებიან. იგივე ეხება წვენებსაც, რომლებშიაც უჯრედების ფერმენტები განაგრძობენ მუშაობას. აქედან გამომდინარეა წესი: არ გამოიყენოთ საკვებში დამჭკნარი მწვანილი. მათგან ზიანი მეტია, ვიდრე სარგებელი.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური