თუ ახალგაზრდობის და ჯანმრთელობის შენარჩუნება გინდათ, ყოველ დილით მიიღეთ ეს ნაზავი.
ველური მცენარეები, რომლებიც შეიცავენ ჯანმრთელობისათვის ყველა აუცილებელ კომპონენტს, ისინი ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, ვიდრე კულტივირებული მცენარეები, რამდენადაც ხარობენ ბუნებრივ პირობებში, ნიადაგში ქიმიურ ნივთიერებათა შეტანის გარეშე.
უძველესი სიბრძნეა: "ჩვენ იმისი ღირსი ვართ, რასაც შევექცევით", მცენარეულ საკვებში, მით უფრო ველურში, უშუალოდ ხდება კოსმიური გამოსხივებისა და მზის ენერგიის აკუმულირება.
უძველესი სიბრძნეა: "ჩვენ იმისი ღირსი ვართ, რასაც შევექცევით", მცენარეულ საკვებში, მით უფრო ველურში, უშუალოდ ხდება კოსმიური გამოსხივებისა და მზის ენერგიის აკუმულირება.
- თუ ახალგაზრდობის შენარჩუნება გინდათ, ყოველ დილით, უზმოზე მიიღეთ შემდეგი ნაზავი. თითო ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, თაფლი და 1 ს/კ მცენარეული ზეთი. კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ისინი თავიანთი შემადგენლობით შეუცვლელია და მალე იგრძნობთ მათ სიკეთეს.
- არის პროდუქტები რომლებიც ანელებენ დაბერებას: მოცვი, შვრია, ფორთოხალი, გოგრა, სოიო, ისპანახი, პომიდორი, თხილეული, იოგურტი, აღმოცენებული ხორბალი. ამასთან ერთად მთლიანად სწორი კვება უკეთ დაგეხმარებათ შეჩერებულიქნას ასაკობრივი ცვლილებები.
- აუცილებელია ბოჭკოს შემცველი პროდუქტები გაიზარდოს რაფინირებულის შემცირების ხარჯზე. უნდა გაიზარდოს ხორბლეული, ხილ - ბოსტნეული, მწვანილი, სხვადასხვა ფაფები. ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ორგანიზმის ყველა პროცესებთან. შედეგად შემცირდება ქოლესტერინის დონე, მოწესრიგდება სუსხლში შაქრის მაჩვენებელი, ორგანიზმი გამდიდრდება ვიტამინებით, რის შედეგადაც მკვეთრად გაუმჯობესდება ორგანოებისა და სისტემების ფუნქციონირება.
- დაიმახსოვრეთ შემდეგი რეცეპტი:
გახეხეთ 1 ც ვაშლი, ნახევარი სტაფილო, თითო ს/კ დამბალი შვრია და დაფქული ნიგოზი. შეკმაზეთ არაჟნით. მიიღეთ 2 ნაწილად. - ცხიმოვანი სიმჟავე ომეგა - 3 ზრდის უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას. აგაცილებთ ათეროსკლეროზის განვითარებას, ალცგეიმერის დაავადებას და სხვა პათოლოგიებს, რომლებიც თავს იჩენენ ხანდაზმულ ასაკში.
- პერიოდულად უნდა გამოიყენოთ აღმოცენებული ხორბალი, რომელიც ნამდვილი ბიოლოგიური ლაბორატორიაა. იგი შეიცავს მიწის, მზის, წვიმის, ცვარის მძლავრ ბიოენერგეტიკას. მას სავსებით სწორად უწოდებენ XXI საუკუნის საკვებს.