8 პროდუქტი, რომელიც გვიწმენდს სისხლძარღვებს და გვიცავს თრომბების წარმოქმნისგან

8 პროდუქტი, რომელიც გვიწმენდს სისხლძარღვებს და გვიცავს თრომბების წარმოქმნისგან
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მივყავართ არტერიულ პრობლემებთან, რომელსაც თრომბი ეწოდება. ეს დაავადება კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. გულ-სისხლძარღვთა სისტემა კი ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომაც აუცილებელია მისი მოვლა.

ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს - სწორი კვება წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში არტერიულ დაბინძურებას არაჯანსაღი პროდუქტების მიღება იწვევს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს მჯომიარე ცხოვრების წესი და გენეტიკა, საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

რაც გევალებათ, ესაა ჩართოთ თქვენი დღის კვების რაციონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც დაიცავს თქვენ სისხლ-ძარღვებს დაბინძურებისაგან და აგარიდებთ თავიდან ზემოთ აღნიშნულ სერიოზულ პრობლემას.

გთავაზობთ 8 ძირითად პროდუქტს, რომელიც დაგეხმარებათ სახლის პირობებში სისხლ-ძარღვების გაწმენდაში:

1. ნიორი

დიეტოლოგები ნიორს უნიკალურ საკვებად მიიჩნევენ, რადგან ეს პროდუქტი არა მარტო იცავს გულ-სისხლძარღვოვან სისტემას, არამედ ინფექციური დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. ნიორის აქვს ისეთი თვისება, რომელიც კიბოს უჯრედების წარმოქმნას უშლის ხელს და ეს პროდუქტი ამ დაავადების პროფილაქტიკის ფანტასტიკური საშუალებაა.

ჩატარებული ცდების მიხედვით დამტკიცდა, თუ ადამიანი 4000 მიკროგრამ ალიცინს დღიურად ღებულობს (რასაც 1-4 კბილი ნიორი შეიცავს), ის ამცირებს სისხლ-ძარღვების დაბინძურების რისკს და უნარჩუნებს მათ სიჯანსაღეს.

2. კურკუმა

ნივთიერება პოლიფენოლი, რასაც უშუალოდ კურკუმა შეიცავს 26% -ით ამცირებს ცხიმოვანი უჯრედების წარმოქმნას სისხლ-ძარღვებში! ამ პროდუქტის დამატება კი ნებისმიერ საკვებში შეგიძლიათ, რაც გაგიადვილებთ მის დღიურ რაციონში ჩართვას.

3. ბროწეული

ბოლო დროის კვლევების მიხედვით, ბროწეულის მიღებისას სისხლში არამარტო ცხიმების წარმოქმნა მცირდება, არამედ გამომუშავდება აზოტი, რომელიც არტერიული წნევის დაწევასაც უწყობს ხელს. ნებისმიერ შემთხვევაში ნუ მოიკლებთ ამ პროდუქტის მიღების სიამოვნებას, რადგან მას ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია.

4.დარიჩინი

ქოლესტერინის შემცირებას თუ მოისურვებთ, აუცილებლად ყოველდღიურად გამოიყენეთ 1 ჩაის კოვზი დანაწევრებული დარიჩინი. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ ბუნებრივი ანტიოქსიდანტის დღიურად მიღებას.

5. ჩიას მარცვლები

უძველესი დროიდან გამოიყენება ჩიას მარცვლები, რადგან ისინი ორგანიზმს ენერგიას მატებენ. ლინოლენური მჟავა, რომელსაც ჩიას მარცვლები შეიცავენ, არეგულირებენ სისხლში წნევას, ტრიგლიცერიდების შემცველობას და ამცირებენ ქოლესტერინის დონეს. ჩიას მერცვლები არამარტო გულისთვისაა კარგი, არამედ ისინი ცნობილია როგორც გამაჯანსაღებელი საშუალება.

6. პომიდორი

წითელი პიგმენტი - ლიკოპინი, რომელიც პომიდორს აძლევს ფერს, ამცირებს სისხლში მავნებელი ქოლესტერინის დონეს და ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს. პომიდორი ასევე სასარგებლოა ძვლებისათვის.

7. ვაშლი

ვაშლი ამცირებს არტერიების დაბინძურებას და ქოლესტერინის დონეს. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების წყალობით აღმოაჩინეს რომ დღეში 1 ვაშლის მიღებით, 40% მცირდება არტერიების კედლების გამაგრება.

8. მწვანილი

მწვანილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით. იგი ხელს უშლის ორგანიზმში ტოქსინების და მავნე ქოლესტერინის წარმოქმნას. სწორედ მწვანილი უშლის სისხლში თრომბოოციტების წარმოქმნას ხელს. ასევე იგი მდიდარია კალიუმით, ფოლიუმის მჟავით და მისი გამოყენება ეფექტურია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

ამინომჟავების დონე, ერთი პორცია სალათის მიღებითაც კი შეიძლება შემცირდეს, თუკი საკვები კარგად არის გაჯერებული მწვანილებით. თუ რეგულარულად მიიღებთ ისპანახსა და წითელ მხალს, დაცული იქნებით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან. მწვანე კოქტეილები კი იდეალური საშუალებაა მწვანილის დღიური ნორმის მიღებისათვის.