ნაოჭების საწინააღმდეგო ყურძნის ნიღაბი და ამ შესანიშნავი ხილის სხვა სასწაულმოქმედი თვისებები

ნაოჭების საწინააღმდეგო ყურძნის ნიღაბი და ამ შესანიშნავი ხილის სხვა სასწაულმოქმედი თვისებები
კვლევების თანახმად, იასამნისფერი და წითელი ყურძენი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს და ადუნებს ძარღვებს. ეს, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს სისხლს, ადვილად იმოძრაოს ორგანიზმში. გარდა ამისა, ყურძენს ადამიანის ორგანიზმისთვის უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. ყველაფერი კი ანტიოქსიდანტების წყალობით, რომელიც მუქი ყურძნის ქერქსა და კურკაში მოიპოვება. ყველაზე მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს რესვერათროლი ეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ღვინოსა და ყურძნის წვენს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, უმჯობესია, ყურძნის მთლიანი ნაყოფი გამოვიყენოთ, რადგან ჩვენს ორგანიზმს იგი საჭირო ბოჭკოებით ამარაგებს.

გთავაზობთ იასამნისფერი და წითელი ყურძნების ძირითადი პლუსების ჩამონათვალს. გარდა ამისა, სტატიის ბოლოში აღმოაჩენთ ყურძნის მარტივი და ეფექტური ნიღბის რეცეპტს ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

მაშ ასე, ყურძენი დაგვეხმარება:

გაციების დროს

ყურძენი ამაღლებს გამა-დელტა T-უჯრედების დონეს ორგანიზმში. ეს უჯრედები ეხმარება იმუნურ სისტემას ვირუსებსა და ბაქტერიებთან ბრძოლაში.

სიმსივნის საწინააღმდეგოდ

კვლევების თანახმად, ერთი ჭიქა იასამნისფერი ყურძენი ავსებს სხეულს მინარევებით, რომლებიც ინარჩუნებს სარძევე ჯირკვლის ქსოვილებს ტავისუფლად ესტორგენებისგან. ესტორგენების დიდი რაოდენობა ხდება სწორედ სარძევე ჯირკვლის გამომწვევი მიზეზი.

გულის დაავადებების საწინააღმდეგოდ

მუქი ყურძენი ისეთი მინარევების ნაზავით არის სავსე, რომლებსაც შეუძლიათ გულის დაავადების შეჩერება ცუდი ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების შემცირების ხარჯზე. ეს მინარევები ამცირებს თრომბის წარმოშობის რისკს, რომელიც გულის შეტევას იწვევს.

კბილების გათეთრება

ყურძენი შეიცავს ვაშლის მჟავას. ეს მჟავა ახშობს ფორებს კბილების ზედაპირზე და მათზე ლაქების გაჩენას ეწინააღმდეგება. როდესაც საკვებს ღეჭავთ, ვაშლის მჟავა აცილებს ლაქებს კბილებიდან.

ყურძნის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ



ყურძენი შეიცავს ალფა-ჰიდროქსიმჟავებს - კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის დაჭიმვას. მას უამრავ კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ.

დაჭყლიტეთ მწვანე ყურძნის სამი დიდი მარცვალი, ისე რომ წვენი კარგად გამოვიდეს. წაისვით წვენი ტუჩებისა და თვალების ირგვლივ და შუბლზე. გაიჩერეთ 5 წუთი, შემდეგ დაიბანეთ სახე. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.