რეცეპტები, რომლებიც ათეროსკლეროზით დაავადებულებს ნამდვილად გამოადგებათ!
ათეროსკლეროზით გულის სისხლძარღვების დაზიანებისას, ავადმყოფს ზოგჯერ ემართება შეტევები, რომელთაც ახლავს გულის წასვლები. გულისცემა ხდება არათანაბარი ( არითმული ) და წყვეტილი; სისხლი თავიდან უკუიქცევა და სახე ფერმკრთალდება. შეტევებს შეიძლება ჰქონდეს პერიოდული ხასიათი ან იყოს ხანგრძლივი. ასეთ მდგომარეობაში ავადმყოფს რომ ეშველოს, იგი უნდა დავაწვინოთ საწოლში და თავზე შემოვახვიოთ ცხელ წყალში დალბობილი პირსახოცი, ხოლო გულზე დავადოთ ყინული ან ცივი პირსახოცი.
ქვედა კიდურების სისხლძარღვების ათეროსკლეროზით დაზიანებისას ( ხანგამოშვებით კოჭლობა, მუხლების მოხრისას ისმის ტკაცუნი ) ავადმყოფს ეხმარება მარილიანი აბაზანები ( გააზავეთ აბაზანაში 3 კგ - მდე მარილი ).
ათეროსკლეროზით დაავადებისა ხალხური მედიცინის საშუალებები ძირითადად მიმართულნი არიან არტერიის კედლების ელასტიკურობის დასაცავად, ბალთების წარმოქმნის პროცესის შესასუსტებლად, ორგანიზმის წინააღმდეგობის ასამაღლებლად და ჭარბი ქოლესტერინის გამოსადევნად.

- ათეროსკლეროზის დროს აორტისა და კორონალური სისხლძარღვების დაზიანებისას ელეუტეროკოკის ნაყენის რეგულარული მიღება აქვეითებს გონებრივ შრომისუნარიანობას, ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს მხედველობისა და სმენის სიმახვილეს, ამძაფრებს დაავადებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს.
- ათეროსკლეროზის სამკურნალოდ ძალზე ეფექტურია წითელი სამყურას ფოთლების ნაყენი. ამ ფოთლების დაახლოებით 40 გრ ჩაყარეთ ნახევარლიტრიან შუშის ჭურჭელში და დაუმატეთ 40 გრადუსიანი სპირტი. გააჩერეთ 10 დღე - ღამე. ამის შემდეგ დანალექი კარგად გაწურეთ და ნაყენი მიიღეთ 2 ჩ/კ - ით დღეში ერთხელ სადილის ან ძილის წინ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3 თვე, ყოველი თვის ნოლოს ათდღიანი შესვენებებით.
- ათეროსკლეროზი თუ გაწუხებთ, აიღეთ 1 ლ არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი, ნიგოზი და თაფლი. ყოველ დილით უზმოზე ჩაყლაპეთ 1 ჩ/კ ზეთი, ხოლო ღამით მიირთვით 3 ცალი ნიგოზი 2 ჩ/კ თაფლთან ერთად. თქვენი კვების მენიუდან ეცადეთ თავი შეიკავოთ ღორის ხორცისა და გაროხიანი წვნიანების მიღებაზე. მკურნალობა გააგრძელეთ მანამდე, სანამ არ გაგივლით თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში. დაავადების პროფილაქტიკისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი რეცეპტითაც: დანაყეთ ფაფად ქცევამდე საშუალო ზომის ერთი თავი ხახვი, დაუმატეთ 1 ს/კ მაისის თაფლი. მიიღეთ სირჩა არაყთან ერთად ჭამის წინ ჩაის კოვზით 3 - ჯერ დღეში.