ფერადი დესერტი „ცისარტყელა“

ფერადი დესერტი „ცისარტყელა“
მართალია, უკვე აგრილდა, მაგრამ ამ გემრიელ დესერტზე ცივ ამინდებშიც ვერ იტყვით უარს. სწორედ ამიტომ შეგირჩიათ ეს რეცეპტი fpaparazzi-ს რედაქციამ.

საჭირო მასალა:
  • 2 ბანანი
  • 300გ მარწყვი
  • 3 ცალი კივი
  • 300 გ ნაყინი
  • რამდენიმე ტოტი პიტნა


მომზადების წესი:
1. ხილი და კენკრა კარგად გააცივეთ და ცალ-ცალკე დააბლენდერეთ. ნაყინი დაადნეთ.
2. სასურველ ფორმაში ცალ-ცალკე ფენებად ჩაასხით დაბლენდერებული ბანანი, შემდეგ კივი, მარწყვი და ნაყინი.
3. შეგიძლიათ მაშინვე მიირთვათ. სურვილის შემთხვევაში შედგით ცოტა ხნით მაცივარში.