შინაური მეთოდი ცელულიტის მოსაშორებლად

შინაური მეთოდი ცელულიტის მოსაშორებლად
ცელულიტის მოცილება საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, თუმცა გთავაზობთ რამდენიმესაფეხურიან მეთოდს, რომელიც სახლის პირობებში და გაცილებით იაფად მოგიგვარებთ ამ პრობლემას.

ანტიცელულიტური ნაყენი
  • 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
  • 1 ჩაის კოვზი ვარდის ზეთი.
  • 2 ჩაის კოვზი ყავის ნახარში.
  • თითო-თითო ცალი როიბუშის, თეთრი, მწვანე და შავი ჩაის პაკეტი.
  • 2 სუფრის კოვზი როზმარინი, ოხრახუში და ნებისმიერი წყალმცენარე.

ყველა ინგრედიენტი, ვაშლის ძმრისა და ვარდის ზეთის გარდა, მოათავსეთ ქვაბში და დაასხით 6 ჭიქა წყალი. ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. გააგრილეთ, შემდეგ დაუმატეთ ძმარი და ვარდის ზეთი. ნაწილი ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. მეორე ნაწილი მაცივარში შეინახეთ. გამოყენების შესახებ წაიკითხეთ ქვემოთ.

ანტი-ცელულიტური სკრაბი

  • ½ ჭიქა ყავის ნახარში
  • 1 სუფრის კოვზი ღვინო
  • 1 სუფრის კოვზი ანტიცელულიტური ნაყენი
  • რამდენიმე წვეთი ჯინჯერის და რომელიმე წყალმცენარის ექსტრაქტი.
  • ცოტაოდენი ზღვის მარილი.

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შეურიეთ ჯამში. სკრაბი მზადაა.

ცელულიტის მკურნალობა სახლის პირობებში

  1. მომზდებული სკრაბი შეიზილეთ შესაბამის ზონებში
  2. ყინულის კუბიკებით დაიზილეთ პრობლემური ზონები, შემდეგ ძალიან თბილი პირსახოცით გაითბეთ კანი, შემდეგ ისევ დაიდეთ ყინულები და ასე ცვალეთ კანის ტემპერატურა 10-15 წუთის განმავლობაში.
  3. წაისვით ანტიცელულიტური მოქმედების დამატენიანებელი.