ტუშის და მაკიაჟის მოშორების მარტივი ხერხი
მაკიაჟის მოშორება აუცილებელი პირობაა კანის ჯანმრთელობისთვის. ამის გაკეთება ძალიან მარტივად შეიძლება, საიდუმლო პატარა დეტალებშია. გთავაზობთ არაჩვეულებრივ ხერხს, ამისთვის კი დაგჭირდებათ:
- მიცერალური წყალი (ან გამწმენდი ტონიკი/რძე)
- ბამბის დისკები
- შეიკარით თმა
ეს უმარტივესია, მაგრამ მაინც ავიწყდებათ გოგონებს. ამიტომ მაინც ვრთავთ ამ ქმედებას, როგორც მაკიაჟის მოშორების პირველ საფეხურს. - მიცერალური წყალი
მიცერალური წყალი ნებისმიერ აფთიაქში შეგიძლია შეიძინოთ. ის მაკიაჟის მოშორების ძალიან კარგი საშუალებაა. - ბამბის დისკი შუაზე გახლიჩეთ
დისკი ზუსტად შუაზე იყოფა და ერთის ნაცვლად ორი შეგრჩებათ ხელთ. - გაყავით დისკი შუაზე
ერთ-ერთი ნაწილი შუაზე გაყავით და მიიღებთ ნახევარმთვარისებური ფორმის დისკს. - გაჟღინთეთ მიცერალური წყლით
ორივე ნახევარმთვარისებური ნაწილი კარგად დაასველეთ მიცერალურ წყალში. - მოათავსეთ თვალის ქვეშ
ორივე თვალზე, ზედ თვალის კიდესთან დაიწყვეთ მიცერალური წყლით დასველებული ნახევარმთვარისებური დისკები. ასე მოშორებული ტუში თვალს ქვემოთ არ გაგედღაბნებათ და თანაც ქვედა წამწამებს კარგად დანამავს. - დაისველეთ წამწამები
მას შემდეგ, რაც ზემოთაღნიშნულ პროცედურას ჩაიტარებთ, აიღეთ ორი მრგვალი დისკი, კარგად დაასველეთ მიცერალურ წყალში და დაიდეთ თვალებზე ისე, რომ წამწამები სითხეში კარგად დალბეს. სწორეს ასე სცილდება ტუში წამწამს. - ძალიან ნაზი მოძრაობებით მოიშორეთ ტუში
გარკვეული დროის შემდეგ, როცა წამწამები საკმარისად დალბება მიცერალური წყლით, ნელნელა მოიცილეთ ტუში. თუ ხელოვნურ წამწამებს ატარებთ, იმავე პროცედურით შეგიძლიათ მოიცილოთ. - დატკბით სუფთა სახით!
მოიშორეთ დანარჩენი მაკიაჟიც და მიეცით კანს საშუალება, ისუნთქოს.