6 ხრიკი, რომელიც ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის პრობლემას დაგავიწყებთ

6 ხრიკი, რომელიც ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნის პრობლემას დაგავიწყებთ
ფეხსაცმელი - მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ადამიანის სისუფთავესა და სიკოხტავეზე მოწმობს. ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი სხვადასხვა მიზეზით ჩნდება. ხანდახან სრულიად ახალ ფეხსაცმელსაც საშინელი სუნი ასდის!

ამ ხრიკების გამოყენებით, დაგავიწყდებათ ეს პრობლემა სამუდამოდ. მარტივი საშინაო საშუალებები დაგეხმარეათ არამხოლოდ უსიამოვნო სუნის მოცილებაში, არამედ, მის წარმოშობასაც შეუშლის ხელს!

როგორ მოვაცილოთ ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი


სოდა

სოდა არამხოლოდ შეიწოვს ზედმეტ ნესტს, რომელიც ფეხსაცმლის საფენებში და შიდა მხარეშია, არამედ ნებისმიერ სუნს ანეიტრალებს. წაუსვით სოდა საფენს და დატოვეთ მთელი ღამით. დილით მოწმინდეთ ხელსახოცით. სუნი დამარცხებულია!

ტაკლი, საბავშვო პუდრი

გამოიყენეთ ტაკლი ისევე, როგორც სოდა. მეორე ვარიანტი - ფეხსაცმლის ჩაცმამდე, წაისვით ტალკი ფეხის გულებზე. ეს გახლავთ ზედმეტი ოფლიანობის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება.

ციტრუსის ქერქი

ლიმონის, ლაიმის, ფორთოხლის ან გრეიპფრუტის ქერქი - ნატურალური დეოდორანტია, რომელიც ხანგრძლივი დროით მოაცილებს ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნს. მოათავსეთ ფეხსაცმელში ქერქი 2 საათით და სუნი უკვალოდ გაქრება.

გამხმარი ლავანდა, სალბი

ეს სამკურნალო მცენარეები შესანიშნავად უმკლავდება უსიამოვნო სუნს. ისინი სპობენ სუნის გამომწვევ ბაქტერიებს. მინი-დეზინფექციის ჩასატარებლად, მოათავსეთ მცენარის გამხმარი ტოტები ფეხსაცმელში მთელი ღამით.

ჩაის ხის ეთერზეთი

ჩააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ეთერზეთი ფეხსაცმელში. ეთერზეთი შეიწოვება და იმოქმედებს როგორც ანტიბაქტერიალური საშუალება. სუნი თითქოსდა არც ყოფილა!