3 ნატურალური პროდუქტი, რომელიც დაგავიწყებთ ფეხის გულების ოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს
ფეხების უსიამოვნო სუნი ნამდვილად დიდი პრობლემაა, რომელიც საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ მოვიქცეთ ამ პრობლემის გადასაჭრელად? უბრალოდ დაივიწყეთ სხვადასხვა კოსმეტიკური პროდუქტების შესახებ და მიმართეთ ამ 3 ნატურალურ ინგრედიენტს, რომელთა შესახებ დღეს მოგითხრობთ. დაახლოებით 1 კვირაში ფეხების ჭარბოფლიანობასა და უსიამოვნო სუნს სამუდამოდ დაივიწყებთ.
ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა. ჩაასხით ჯამში 6-8 ჭიქა ცხელი წყალი, ჩაამატეთ ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და მიღებულ ხსნარში მოათავსეთ ფეხები 10-15 წუთით. ამ პროცედურის შემდეგ დაიბანეთ ფეხები საპნის გამოყენებით.
საკვები სოდა
კიდევ ერთი ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც გვეხმარება ფეხებიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში. ჩაასხით ჯამში წყალი და ჩაამატეთ საკვები სოდა (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი სოდა). მიღებულ ნარევში ჩაალაგეთ ფეხები 15-20 წუთუთ.
კოჭა
კოჭა (ჯანჯაფილი) ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. მოამზადეთ პიურე საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვისგან და შეურიეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში. მიღებული ნარევი დააყოვნეთ 10-15 წუთით, გაფილტრეთ და დარჩენილი სითხით გაიკეთეთ ფეხის გულის მასაჟები. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად 2 კვირის განმავლობაში.