ერთი რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ თმის დაბანის შემდეგ

ერთი რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ თმის დაბანის შემდეგ
თმა გცვივათ? მაშინ ის, რასაც გეტყვით, უამრავ თმას შეგინარჩუნებთ. არადა ეს სწორედ ისაა, რასაც თავის დაბანის შემდეგ ყველანი ვაკეთებთ.

არასოდეს მოიხვიოთ დაბანილ თმაზე პირსახოცი მჭიდროდ!


პირსახოცის სიმძიმე თმის ძირებზე გადადის და იწვევს თმის ღერის მტვრევას, განსაკუთრებით თუკი ძალიან სველ თმაზე მოიხვევთ. სველი თმა ყველაზე მგრძნობიარეა. სპეციალური, მსუბუქი მასალისგან დამზადებული სახვევებიც იმავე ზიანს იწვევს, რადგან მათ რატომღაც უფრო მჭიდროდ ვიხვევთ.

როგორ უნდა მოიქცეთ? პირსახოცით უბრალოდ ზედმეტი სისველე შეიშრეთ, თმა კი ჰაერზე, თვითონვე უნდა გაშრეს, თავისუფლად.