ჭორფლების მისაშორებელი ჯადოსნური კრემი

ჭორფლების მისაშორებელი ჯადოსნური კრემი
ჭორფლები და მუქი ლაქები სახეზე ბევრ გოგონას აწუხებს და მათ მოსაშორებლად უამრავ თანხას ხარჯავენ სკრაბებში, ნიღბებსა და სახის გაწმენდ სხვა საშუალებებში. დღეს კი გთავაზობთ მარტივ და იაფ საშუალებას, რომელსაც არანაკლები ეფექტი აქვს.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი იოგურტი
  • 1 სუფრის კოზი კაკაოს ფხვნილი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

    მომზადება:

    კონტეინერში ჩაყარეთ ბრინჯის ფქვილი და ნელ-ნელა დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ და წაისვით მთელ სახეზე. გაიჩერეთ 30 წუთით და ჩამოიბანეთ წყლით.

    შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ დაინახავთ.