ახალგაზრდობისა და სილამაზის იაპონური რეცეპტი
როგორც ვიცით, ბრინჯი იაპონელი ქალბატონების სილამაზის რეცეპტების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. გთავაზობთ ბრინჯის ამ დანიშნულებით გამოყენების რამდენიმე მეთოდს:
ბრინჯს უამრავი დადებითი თვისება აქვს და ძალიან ეფექტურია კანისთვის. იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ძლიერი დამატენიანებელია, ამცირებს მელანინის გამოყოფას და პიგმენტურ ლაქებს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან. ბრინჯის ნიღაბი შეგიძლიათ 4 დღის განმავლობაში შეინახოთ მაცივარში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დილა-საღამოს.
ასევე შეგიძლიათ, ბრინჯის ნახარშისგან ყინულის კუბიკები დაამზადოთ და მათი საშუალებით დაიმასაჟოთ სახე.
- გააცხელეთ ქვაბით წყალი და ჩაყარეთ 2-3 სუფრის კოვზი ბრინჯი. ადუღეთ, სანამ ბრინჯი არ დარბილდება. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გადაწურეთ. შეინახეთ გადაწურული სითხე ცალკე ჭურჭელში.
- მოხარშულ ბრინჯს წყალი გადაავლეთ, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თბილი რძე და ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კარგად დაიბანეთ სახე. წაისვით ბრინჯის, რძისა და თაფლის ნაზავი და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ამის შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ შენახული ბრინჯის ნახარშით.