10 რჩევა ზამთარში კანის მოსავლელად. შეინარჩუნეთ სილამაზე და ახალგაზრდობა მრავალი წლით!
არ მისცეთ სიცივეს საშუალება, დააზიანოს თქვენი კანი. შეინარჩუნეთ ტენი ამ საშუალებებით.
იზრუნეთ საკუთარ დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!
- გამოაღვიძეთ კანი[/b]
კვირში რამდენჯერმე მშრალი ჯაგრისით გაიხეხეთ კანი, ეს ლიმფური სისტემის სტიმულაციას ახდენს. დაიწყეთ ხელებით და ტერფებით, მოკლე, მტკიცე მოძრაობებით, ქვემოდან ზემოთ დაიმასაჟეთ სხეული. მკერდზე, ზურგსა და მუცელზე წრიული, საათის ისრის საწინააღმდეგო მოძრაობებით გადაიტარეთ ჯაგრისი. - ტუჩები მუდმივად დაირბილეთ
იმისთვის, რომ ტუჩები არ დაგისკდეთ ცხელი შხაპის შემდეგ, ბანაობამდე წაისვით ტუჩის ბალზამი. - გამოიყენეთ დამატენიანებელი დასაბანი საშუალებები
თუკი კანი გექერცლებათ, პირველ რიგში, წაისვით ზეთი. შემდეგ კი მიუბრუნდით დასაბან საშუალებას და გადაამოწმეთ, რას შეიცავს ის. მოერიდეთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს ისეთ მავნებელ ნივთიერებებს, როგორიცაა ამონიუმის ლაურილსულფატი. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ ზეთებით მდიდარი საშუალებები (ჟოჟობას, ზეითუნის ზეთზე დამზადებული საშუალებები). ისინი გასუფთავებასთან ერთად, ატენიანებენ კიდეც კანს. - ლოსიონი დაბანის შემდეგ
თუკი სხეულზე კანი გიშრებათ, მოძებნეთ ლოსიონი, რომელიც შეიცავს კერამიდებს და ცხიმოვან მჟავებს, ასევე ჰიალურონსა და გლიცერინს. - დაირბილეთ კანი ღამით
გარეთ ცივი, მშრალი ჰაერისა და სახლში ცხელი ჰაერის მონაცვლეობა ფიტავს თქვენს კანს. გამოსავალი კი ზეთის დოზაა. ის სწაფად შეიწოვება და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. - ფერის კორექცია
როდესაც კანი შრება, მისი დამცავი ბარიერი სუსტდება, ამდენად ანთებითი პროცესი შეიძლება კანის ქვედა შრეებში წარმოიქმნას და სიწითლე გამოიწვიოს. სიწითლის გასანეიტრალებლად და ტენის კანში შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ლოსიონი და მომწვანო შეფერილობის პრაიმერი (მაკიაჟის ბაზა). - კანის „განათება“
გამომშრალი და მოშვებული კანი თავისთავად კარგავს ჯანსაღ ფერს. სკრაბის გამოყენების ნაცვლად, კვირაში ერთხელ გაიკეთეთ დამატენიანებელი ნიღაბი. - დაიტენიანეთ ხელები
ხელები ყველაზე მეტად ზარალდება ზამთარში. ხელის კანის დასაცავად გამოიყენეთ დამამშვიდებელი ინგრედიენტებით გამდიდრებული ხელის კრემი. ას ინგრედიენტია მაგალითად შიის კარაქი. - მოუარეთ ფეხის კანს
გამაგრებული და გაუხეშებული კანი ფეხისგულსა და ქუსლებზე საკმაოდ მტკივნეულია. დასატენიანებლად გამოიყენეთ ალფა ოქსი-მჟავებით მდიდარრემები, ისინი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს. - არ დაივიწყოთ ზურგი!
რატომღაც ყველაზე ნაკლებად ზურგის კანის დატენიანებაზე ვზრუნავთ. იმისთვის, რომ კანი არ გამოგიშრეთ, ნუ გამოიყენებთ სურნელოვან საპნებს, გამოიყენეთ კრემოვანი სტრუქტურის დასაბანი საშუალება, რომელიც ზეთებს შეიცავს.
იზრუნეთ საკუთარ დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ინფორმაცია!