საინტერესო ტესტი: რა შეუძლია მანქანის ფერს მოგვითხროს თქვენს შესახებ?

საინტერესო ტესტი: რა შეუძლია მანქანის ფერს მოგვითხროს თქვენს შესახებ?
გყავთ ავტომობილი? რა თქმა უნდა, მას დიდ ხანს და საგულდაგულოდ არჩევდით, შეისწავლეთ ყველა პლიუსი და მინუსი. ფერსაც არანაკლებ საგულდაგულოდ არჩევდით. შესაძლოა, საყვარელი ფერი შეარჩიეთ, ან ისეთი, რომელიც მოსახერხებელია გარკვეულ საკითხში. მაგრამ გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ მანქანის ფერს შეუძლია თქვენზე ბევრი რამ მოგვითხორს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ვარიანტებს.

შავი ფერი

შავი - ფუფუნებისა და სინატიფის ფერია. ასეთი ფერის მანქანის მფლობელები როგორც წესი იმპოზანტური და ამაყები არიან, მაგრამ გამომწვევად არ გამოიყურებიან. ისინი ირჩევენ ელეგანტურობას, ამასთან უყვართ ყველაფრის გაკონტროლება, სერიოზულები არიან. შავი - ძლიერი ადამიანების ფერია.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი მაქნანების მფლობელებს არ უყვართ ყურადღების მიქცევა. ცხოვრების ტრადიციული შეხედულებები აქვთ, მშვიდები არიან და ხმაურიან გარემოს ერიდებიან. მიდრეკილნი არიან კომპრომისებისკენ და სიფრთხილისკენ.

კრემისფერი
თუ კრემისფერი მანქანა გყავთ, გულწრფელი, მიწაზე მყარად მდგარი ადამიანი ხართ, თუმცა, ხანდახან თავგადასავლებში ეშვებით. სანდო მანქანას ირჩევთ, რომელიც დიდ ხანს მოგემსახურებათ. არ გიყვართ ახალი ნივთების შეძენა, ძველსა და გამოცდილს ამჯობინებთ.

ოქროსფერი/ყვითელი
ოქროსფერი და ყვითელი ბედნიერებისა და სიხარულის ფერებია. თუ თქვენი მანქანა სწორედ ასეთია, ცხოვრობთ პრინციპით: ”ნუ იდარდებ და იყავი ბედნიერი”. ასეთ ფერებს კრეატიული, ჭკვიანი ადამიანები ირჩევენ, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და მუდამ ახალგაზრდები რჩებიან ასაკის მიუხედავად.

ლურჯი
ლურჯ მანქანას ოპტიმისტი, გულწრფელი, სანდო ადამიანები ირჩევენ. გიყვართ, როცა გაფასებენ . ხანდახან, ასეთი ადამიანები ინტროვერტები არიან და სხვების არასტანდარტულ ქცევებს ეჭვის თვალით უყურებენ. თუმცა, საკმაოდ მგრძნობიარენი არიან საიმისოდ, რომ მათი გაგება და საერთო ენის პოვნა შეძლონ.

წითელი
წითელ მანქანას ხალისიანი, კომუნიკაბელური და აქტიური ადამიანები ირჩევენ. ასევე, ეს ფერი იმპულსურობისა და ცოტაოდენი აგრესიულობის მაჩვენებელია. ასევე, ასეთ ადამიანებს ამბიციურობა ახასიათებთ და ცხოვრებისგან ყველაფრის მიღების სურვილი ამოძრავებთ.

ნარინჯისფერი
ამ ფერის მანქანები საკმაოდ ექსცენტრიკულად და გამომწვევად გამოიყურება. თუ ნარინჯისფერზე შეაჩერეთ არჩევანი, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრს მუშაობთ და ფულის ყადრი იცით. ამ ფერით მისი მფლობელი ცდილობს აჩვენოს, რომ მას საკმარისი ფული და შესაძლებლობა აქვს, ასეთი ორიგინალური მანქანით თავის მოსაწონებლად. ამასთან, ასეთი ადამიანები ამჯობინებენ, ფული რაიმე სასარგებლო საქმეში ჩადონ და ოჯახის წევრებს დიდად არ ანებივრებენ.

თეთრი
ეს ფერი სიწმინდესთან და გულწრფელობასთან ასოცირდება. თეთრი ფერის მანქანების მფლობელები ელეგანტურები არიან და სრულყოფილებისკენ მიილტვიან. ამ ფერით ადამიანს სურს გვაცნობოს, რომ ახალგაზრდა და თანამედროვეა.

მწვანე
მწვანე ფერის მანქანების მფლობელები თავდაჯერებულები არიან და სხვების აზრს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. არ მისდევენ მოდურ ტენდენციებს, საკუთარი წესებით ცხოვრობენ, ამასთან რბილები და მომთმენები არიან.

ვერცხლისფერი
ვერცხილსფერ მანქანას პრაქტიკული და პროგრესიულად მოაზროვნე ადამიანები ირჩევენ. კარგი მეწარმეები არიან და შესანიშნავი გემოვნება აქვთ. ვერცხლისფერი კარგად ნიღბავს მანქანის მცირე გაჭუჭყიანებას, რაც მუდამ დაკავებულ მფლობელს უდავოდ ახარებს. ასეთი ადამიანები ძალიან თანამედროვენი არიან და მუდამ ადევნებენ თვალს უკანასკნელ ტენდენციებს.

სხვა ფერები

თქვენი მანქანა თქვენსავით არასტანდარტული და ორიგინალურია? ეს იმას ნიშნავს, რომ არ აკვირდებით მოდის ტენდენციებს, ყურადღებას ხარისხზე ამახვილებთ. შესაძლოა, სპეციალურად განაახლეთ კლასიკური მოდელი. და არ აქვს მნიშვნელობა, რატომ გააკეთეთ ეს, შესაძლოა, ძალიან გიყვართ თქვენი მანქანა და ამ ფერით გრძნობთ, რომ ის თქვენი განუმეორებელი პიროვნების გაგრძელებაა.