ქირომანტების აზრით, თქვენი ნეკა თითის თითოეულ ფალანგს შეუძლია თქვენზე ბევრი საინტერესო რამ მოგითხროთ!
ყურადღებით დააკვირდით თქვენს ნეკა თითს, შემდეგ შეადარეთ ერთმანეთში სამივე ფალანგი, რათა რაიმე საინტერესო შეიტყოთ საკუთარ თავზე.
- ადამიანებს, რომლებსაც პირველი ფალანგი (ფრჩხილის) ყველაზე გრძელი აქვთ, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
- მათ, ვისაც ნეკა თითის ყველაზე გრძელი ნაწილი შუაში აქვთ (2 ფალანგი) ძალიან მზრუნველები არიან.
- ისინი, ვისაც, მესამე ფალანგი ყველაზე გრძელი აქვთ, ძალიან გულწრფელები და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან.
- ძალიან პატარა ნეკა თითის მქონები, ბრბოში იკარგებიან.
- ისინი, ვისაც ნეკა თითის ზედა მხარე მოკლე აქვთ, არავის ენდობიან.
- ადამიანები, რომლებსაც ნეკა თითის პირველი და მესამე ფალანგი გრძელი აქვთ, ძალიან ჯიუტები არიან.
- ადამიანი, რომლის ნეკა თითი არათითის ორ ფალანგს სწვდება, ძალიან გაწონასწორებულად იქცევა.
- ზოგიერთს იმდენად მოკლე ნეკა თითი აქვს, რომ არათითის შუა ფალანგსაც ვერ სწვდება. ასეთი ადამიანები ბუნებით მორცხვები არიან.
- ძალიან ცოტაა ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ნეკა თითი სიგრძით არათითს უტოლდება. ეს გახლავთ ნიშანი, რომ მისი მფლობელი საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.