ფსიქოლოგების მოსაზრება: მითხარი, თუ რომელია შენი საყვარელი ფერი და მე გეტყვი, თუ ვინხარ სინამდვილეში შენ!

ფსიქოლოგების მოსაზრება: მითხარი, თუ რომელია შენი საყვარელი ფერი და მე გეტყვი, თუ ვინხარ სინამდვილეში შენ!
1. თეთრი

ეს ფერი გახლავთ სიწმინდისა და სრულყოფილობის სიმბოლო. უმეტეს შემთხვევაში მასზე არჩევანს ფრთხილი, მოწესრიგებული და გულწრფელი ადამიანები აკეთებენ.

2. შავი

ამერიკელი ფსიქოლოგი ბერნარდო ტირადო ამბობს, რომ შავ ფერს ირჩევენ საიდუმლოებებით მოცული ადამიანები. მისივე თქმით ურთულეს მისიას წარმოადგენს ამ ადამიანების გაშიფვრა და მათი ამოცნობა. ისინი ყოველთვის, ყველანაირ სიტუაციაში იცავენ დისტანციას. გარდა ყოველივე ამისა, ეს ადამიანები ძალზედ ელეგანტურები არიან და არაჩვეულებრივი გემოვნება აქვთ.

3. ლურჯი

თუ თქვენი საყვარელი ფერი ლურჯია, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში ყველაზე მეტად ჰარმონიულობას აფასებთ. ამ ფერზე არჩევანს ყველაზე გულწრფელი ადამიანები აკეთებენ. სამწუხაროდ, მათ ძალიან უჭირთ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევა. ეს ადამიანები ნებისმიერ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და ყოველთვის აკონტროლებენ საკუთარ ენას.

4. მწვანე

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ადამიანები, რომლებიც მწვანე ფერს ირჩევენ, ძალიან აქტიურები და კომუნიკაბელურები არიან. ისინი მარტივად ეგუებიან ცვლილებებს და ნაკლებად აქვთ პრობლემები ფინანსებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის ლოგიკურად აზროვნებენ და წამოწყებული საქმე აუცილებლად ბოლომდე მიჰყავთ.

5. ნარინჯისფერი

ფრენკ სინატრის საყვარელი ფერი სწორედ ნარინჯისფერი იყო. მომღერალი ამ ფერს ყველაზე ''ბედნიერ'' ფერად მიიჩნევდა და რაღაც მხრივ მართალიც იყო. ფსიქოლოგი ბეტი ვუდი ამბობს, რომ ამ ფერს ირჩევენ მხიარული, აქტიური და პოზიტიური ადამიანები. ხანდახან მათ უყვართ სიტუაციის დრამატიზირება, თუმცა ეს ყოველთვის მინუსი ნამდვილად არ არის. ამ ადამიანებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა.

6. ვარდისფერი

უმეტეს შემთხვევაში ამ ფერს უპირატესობას ანიჭებენ ქალბატონები, რომელთაც რბილი და ნაზი ხასიათი აქვთ. მათ ცხოვრებაში და ურთიერთობაში მუდამ ესაჭირეობათ მხარდაჭერა. ვარდისფერი ფერის მოყვარულები ძალიან კარგი და მოსიყვარულე მშობლები არიან.

7. იასამნისფერი

თუ თქვენ შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანი ბრძანდებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენი საყვარელი ფერი იასამნისფერია. ეს ფერი ასევე მეტყველებს ამბიციურობაზე და სხვა ადამიანებით მანიპულირების სურვილზე. ისინი არაჩვეულებრივი მეგობრები არიან, რომელთაც ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ.

8. ყავისფერი

ამ ფერზე არჩევანს ბევრი ადამიანი ნამდვილად არ აკეთებს, თუმცა ისინი, ვისი საყვარელი ფერიც სწორედ ყავისფერია, შრომისმოყვარე, მომთმენი ადამიანები არიან, რომელთაც არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვთ.

9. წითელი

ვნებიანი ადამიანები, რომლებიც გიჟდებიან თავგადასავლებზე, სწორედ ამ ფერზე აკეთებენ არჩევანს. ხანდახან ისინი ძალზედ მგრძნობიარეები არიან, თუმცა წყენას მარტივად ივიწყებენ. წითელი ფერის მოყვარული ადამიანების გვერდში მოწყენა შეუძლებელია. ისინი ყოველთვის შეუპოვრად მიემართებიან დასახული მიზნებისკენ და მაქსიმალურს აკეთებენ იმისათვის, რომ ოცნებები რეალურად აქციონ.

10. ნაცრისფერი

თუ თქვენ ამ ფერზე აკეთებთ არჩევანს, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი შეიძლება დაეყრდნო. გიყვართ საკუთარ თავთან განმარტოება და არასდროს იწყენთ საკუთარი თვის კომპანიაში.

11. ყვითელი

ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ყვითელი მეოცნებე, დიდი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანების საყვარელი ფერია. უმეტეს შემთხვევაში ისინი პერფექციონისტები არიან და უყვართ თითოეული ნივთისთვის საკუთარი ადგილის მინიჭება. იუმორის გრძნობა - თვისება, რომელიც ამ ადამიანებას ყველასგან გამოარჩევს. ისინი ძალზედ ორიგინალურები არიან.

დაემთხვა თქვენი თავის დახასიათება? შეგვატყობინეთ კომენტარებში...