საყვარელი ფერი თქვენს ხასიათზე მოგვითხრობს
დაუსვით საკუთარ თავს მარტივი შეკითხვა: ”რომელია ჩემი საყვარელი ფერი?” გაერკვიეთ? ახლა კი წაიკითხეთ ჩვენი სტატია...
წითელი
წითელი ფერი უყვარს თამამ, ძალაუფლების მოყვარულ, ფეთქებად, კომუნიკაბელურ და მოუთმენარ ადამიანებს. ხშირად არაობიექტურები, ჯიუტები და თავდაჯერებულები არიან. მაგრამ მათთან ურთიერთობა საინტერესოა, მათ გარეშე სამყარო მოსაწყენი იქნებოდა.
ნარინჯისფერი
უდავოდ, ეს ორიგინალური ადამიანების ფერია, რომლებსაც უამრავი ნიჭი გააჩნია. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მეგობრულები და მომხიბვლელები არიან. სიყვარულში დამოუკიდებლები და ცვალებადები. მუდამ მზად არიან ახალი მწვერვალების დასაპყრობად.
ყვითელი
ყვითელი მზის, ოპტიმიზმისა და უშუალო ურთიერთობების ფერია. ამ ფერის მოყვარულები ორიგინალურები და მდიდარი წარმოსახვის მქონეები არიან. უყვართ ყველაფერი ახალი და უჩვეულო. თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები არიან.
მწვანე
მწვანე ფერი გულისხმიერ და გულუხვ ადამიანებს უყვართ. ეს გახლავთ მზრუნველი მშობლები და ყურადღებიანი შვილები. ჭკვიანები არიან, არ უყვართ რისკი. მუქი მწვანეს მოყვარულები ჯიუტები და უკომპრომისოები არიან, იშვიათად ცვლიან გადაწყვეტილებებს.
ლურჯი
კურჯის მოყვარულები მიმნდობნი არიან. ადვილად ეჩვევიან ვინმეს და განშორება უჭირთ. უყვართ მყუდრო გარემო მეგობრებთან ერთად. იღწვიან ჰარმონიისკენ და სიმშვიდისკენ, . პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნიათ და კონსერვატიულები არიან.
იასამნისფერი
იასამნისფერი სიურპრიზების მოყვარულ ადამიანებს უყვართ. იღწვიან დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ, გააჩნიათ უზარმაზარი ინტელექტი. გულუხვები და მომხიბვლელები არიან, ხანდახან ცვალებადები. მათთან ყოფნა სასიამოვნოა, თუმცა მათი გაგება ბოლომდე ძნელია.
ყავისფერი
ყავისფერის მოყვარულები პასუხისმგებლიანები არიან, აფასებენ ხარისხს, კომფორტს, ოჯახს. უყვართ სიმარტოვე და სიწყნარე. ერთგული მეგობრები არიან. თუ რაიმე მიზანს ისახავენ, აუცილებლად აღწევენ.
ნაცრისფერი
ნაცრისფერის მოყვარულებს ნდობა უჭირთ, დიდ ხანს ფიქრობენ გადაწყვეტილების მიღებამდე. უყვართ უსაფრთხო და მშვიდი ცხოვრება. ხშირად კომპრომისზე მიდიან. სურთ, იყვნენ სასარგებლო ვინმესთვის და სიამოვნებას იღებენ შრომისგან.
თეთრი
თეთრი სისუფთავისა და სისადავის სიმბოლოა. ამ ფერის მოყვარულები აკურატულები, ფრთხილები და თვითკმარები არიან. თეთრი ყველა ფერის სინთეზია, ამიტომ ნებისმიერი ხასიათის ადამიანს შეიძლება ის მოსწონდეს.
შავი
შავს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამ ფერის მოყვარულები ვნებითა და ცეცხლით არიან აღსავსე. შეუპოვრები, უმართავი ემოციების მფლობელები, ხშირად ვერ აფასებენ სათანადოდ სიტუაციას. ხშირად დეპრესიისკენ მიდრეკილნი, თავდაუჯერებლები არიან.