ოლადები ხაჭაპურის სტილში
fpaparazzi გთავაზობთ მარტივ, გემრიელ და ნოყიერი საუზმის რეცეპტს, რომელიც ისე მოგეწონებათ, ძალიან ხშირად მოამზადებთ.
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
გულსართისთვის:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
ცომისთვის:
- 200 გ ხაჭო
- 2 კვერცხი
- 150 მლ კეფირი ან მაწონი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 0,5 ჩ/კ სოდა
- 3-4 ს/კ ფქვილი
გულსართისთვის:
- 150 გ ნახევრადმაგარი ყველი
- 2 ს/კ არაჟანი
- 2 კბილი ნიორი
- ერთი კონა კამა
მომზადების წესი:
- ცომისთვის: ხაჭო აურიეთ კვერცხთან ერთად, დაუმატეთ თბილი კეფირი, სოდა, მარილი და ფქვილი. უნდა მიიღოთ სქელი ცომი.
- გულსართისთვის: გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და კამა, რამდენიმე კოვზი არაჟანი და კარგად აურიეთ.
- დაიწყეთ ოლადების ცხობა.
- კარგად გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი. დადეთ კოვზით ცომი (ის მოცულობაში ცხობისას მოიმატებს, ამიტომაც შორ-შორს დადეთ).
- გულსართით გააკეთეთ ოლადის ფორმა და დაადეთ ცომს.
- გულსართზე კი მოათავსეთ ცომის თხელი ფენა.
- შეწვით ოლადები ორივე მხრიდან.
- მიირთვით ცხელ-ცხელი! ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათს.