შოკოლადის ოლადები ზუსტად 5 წუთში

შოკოლადის ოლადები ზუსტად 5 წუთში
ოლადების მოყვარულებს FPAPARAZZI-ი გთავაზობთ განსხვავებულ რეცეპტს. დარწმუნებულები ვართ, ამიერიდან ასე მომზადებული ოლადები, თქვენი შეუცვლელი საუზმე იქნება.
საჭირო მასალა:
  • 400 მლ კეფირი
  • 300 ფქვილი
  • 60 გ შაქარი
  • 40 გ კაკაო
  • 1 კვერცხი
  • 2 გ სოდა
  • 5 მლ ლიმონის წვენი
  • 60 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:
შაქარი, კვერცხი და ლიმონის წვენი კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ ფქვილი,სოდა და კაკაო. მანამ ურიეთ, სანამ ერთიან, არაჟნის კონსისტენციის მასას არ მიიღებთ. როგოც კი ცომი მზად იქნება, მაშინვე შეუდექით ცხობას. კარგად გახურებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და საშუალო ცეცხლზე შეწვით ოლადები ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით