ეს დაუშვებელია! 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა სახის დაბანისას

ეს დაუშვებელია! 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა სახის დაბანისას
ყოველი გოგონა ცდილობს, რაც შეიძლება უკეთ მოუაროს სახის კანს. მოვლა იწყება დილის ბანალური და რუტინული დაბანის პროდერურებით, თუმცა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მისი აცილება დაუშვებელი შეცდომაა. დღევანდელ მასალაში თავი მოვუყარეთ 5 გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც გოგონები დაბანისას უშვებენ. თუ მათ გაითვალისწინებთ, კანი სიჯანსაღით გაიბრწყინებს.

არ იბანთ ხელებს სახის დაბანამდე

ალბათ, გეჩვენებათ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელი არ არის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სახეს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონდეს ბაქტერიებთან. ამიტომ, სანამ სახის კანს შეეხებით, კარგად დაიბანეთ ხელები.

უბრალოდ იბანთ და სხვას არაფერს აკეთებთ

დაბანით თქვენ მხოლოდ ამზადებთ კანს მომდევნო პროცედურებისთვის. თუ დრო არ გაქვთ, გამოიყენეთ ტონიკი: ის აღამდეგნს კანის ბუნებრივ ბალანსს და ფორებს დაავიწროვებს. ბოლოს კი დამატენიანებელი საცხი წაისვით.

არ ცვლით გამწმენდ საშუალებებს

თუ ზაფხულის პერიოდში იდეალური გამწმენდი საშუალება იპოვეთ, იგი ზამთარში მაინც არ გამოგადგებათ, რადგან წელიწადის სხვადასხვა დროს კანს თავისებური მოვლა სჭირდება.

ხშირად იყენებთ სკრაბს

სკრაბის ხშირი გამოყენება აშრობს კანს და სისხლძარღვების დაზიანებას იწვევს. გამოიყენეთ სკრაბი კვირაში 1-2-ჯერ და დარწმუნდით, რომ იგი ნატურალური კომპონენტებისგან შედგება.

არასწორი ტემპერატურის წყლით იბანთ

ცხელი წყალი ფორების გახსნას უწყობს ხელს, რათა სკრაბის წასმის დროს მან კანში უფრო ღრმად შეაღწიოს. ცივი წყალი ფორებს ავიწროებს და უჯრედების განახლებას ასტიმულირებს. ჯერ თბილი წყლით დაიბანეთ, ბოლოს კი ცივით.