ისაუზმეთ ამ რეცეპტით და თქვენ სამუდამოდ მოიშორებთ ჩამოკიდებულ მუცელს

ისაუზმეთ ამ რეცეპტით და თქვენ სამუდამოდ მოიშორებთ ჩამოკიდებულ მუცელს
თუ თქვენ მუცლის არეზე ჭარბცხიმიანობის პრობლემა გაწუხებთ, მაშინ ეს საუზმე აუცილებლად გესაჭიროებათ! რეცეპტი, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის ვიტამინებისა და მინერალების უშრეტი წყაროა, რომლებიც ხელს უწყობს თმის ზრდას და ანიჭებს მას ნათელ ფერს. უფრო მეტიც, ეს საშუალება აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და გვიმაღლებს იმუნიტეტს. ამ საუზმით თქვენ მთლიანად შეძლებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაწმენდას.

გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაცია და თქვენ დაივიწყებთ ყაბზობას, კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს და ჭარბ წონას. ამ საშუალებით თქვენ შეძლებთ 1 თვის განმავლობაში მინიმუმ 2,5 კილოგრამის დაკლებას და მუცლის არიდან ზედმეტი ცხიმების მოშორებას. გარდა ამისა, თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, როდესაც სახის კანის მდგომარეობის, თმისა და ფრჩხილების ხარისხის გაუმჯობესებას იხილავთ.

ინგრედიენტები:
  • 5-7 ც. შავი ქლიავის ჩირი;
  • 1 ჭიქა კეფირი / უცხიმო იოგურტი;
  • 1 ს/კ სელის თესლების ზეთი;
  • 2 ს/კ შვრიის ფანტელები;
  • 1 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი.;

მომზადების წესი:

  1. ეს საუზმე საღამოს უნდა მომზადდეს.
  2. ჩაალბეთ შავი ქლიავი 100 მლ მდუღარე წყალში 10-15 წუთის განმავლობაში.
  3. შეურიეთ ერთმანეთში კაკაო, სელის ზეთი და შვრიის ფანტელები ცალკე ჭურჭელში.
  4. იქვე დაუმატეთ კეფირი და კარგად გადაურიეთ.
  5. დაჭერით შავი ქლიავი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.
  6. ყველა ინგრედიენტი კარგად გადაურიეთ და დატოვეთ მთელი ღამით მაცივარში.

დილით კი შეგიძლიათ დატკბეთ ჯანსაღი და გემრიელი საუზმით. რამდენიმე დღის შემდეგ სასიამოვნო შედეგები თვალსაჩინო იქნება. პირველ დღეს შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი კუჭი წესრიგში ვერ არის, თუმცა ნუ შეშინდებით, მომდევნო დღეს ყველაფერი დარეგულირდება და თქვენი კუჭი უწინდელზე კარგად იმუშავებს.