როგორ გავზარდოთ ფრჩხილების სიგრძე ვიზუალურად: პროფესიონალის რჩევები
ფრჩხილების დიზაინი პრაქტიკულად უსაზღვროა - დღეს ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფორმისა და პრინტების შექმნა დიდი ძალისხმევისა და ფინანსური დანახარჯის გარეშე. თუმცა, ნატურალური ფორმისა და სიგრძის მოყვარულები უყურადღებობას უჩივიან. სწორედ მათთვის, ვინც ამა თუ იმ მიზეზით ვერ იზდრის ფრჩხილებს, გამოიგონეს ახალი ტრენდი - ფრჩხილების კონტურირება. ასეთი დიზაინი ვიზუალურად აგრძელებს ფრჩხილის პლასტინას და საინტერესო ფორმას ქმნის. როგორ გავაკეთოთ ფრჩხილების კონტურირება? წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში.
სინამდვილეში, უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, როგორ ვიღებავდით ფრჩხილებს ბავშვობაში, ძალიანაც რომ არ ვუფიქრდებოდით, სწორად წაგვესვა ლაქი, უბრალოდ ცენტრში ვუსვამდით ფუნჯს. რა თქმა უნდა, თანამედროვე ”ნეულ-კონტურინგი” არც ისე მარტივია, მაგრამ პრინციპი იგივეა. ის ამერიკაში ძალზედ პოპულარული ფრჩხილების ლაქის Jin SOON დიზაინერმა, ჯინ სუნ ჩოიმ გამოიგონა. სწორედ ეს ხერხი გვაძლევს საშუალებას, რომ ფრჩხილები ვიზუალურად უფრო თხელი და გრძელი გამოჩნდეს.
როგორ გავაკეთოთ ფრჩხილების კონტურინგი
თავიდან ფრჩხილებზე უნდა წავისვათ ბაზა. შეიძლება გამჭვირვალე ლაქის გამოყენებაც, ასევე, ხორცისფერიც, რათა მანიკური სრულყოფილი გამოვიდეს. ჩვენ სწორედ მეორე ვარიანტს გირჩევთ.
შემდეგ, ბრტყელი ფუნჯის მეშვეობით ვიღებავთ ფრჩხილებს, ვქმნით სწორ ხაზს პლასტინის ცენტრში, არ ვეხებით კუთხეებს. ამის გაკეთება იმაზე იოლია, ვიდრე, ფრჩხილის მთლიანად ხინჯების გარეშე შეღებვა.
თუმცა, დიზაინერები კლასიკური ხორცისფერის გარდა მკვეთრი ფერების გამოყენებასაც გვირჩევენ. მაგალითად, ასე:
ეს ძალიან მოდურად გამოიყურება, თუმცა, უფრო ფართო ფრჩხილის პლასტინის მქონე გოგონებს მოუხდებათ - კონტურინგი მათ უფრო ნაზს და მოხდენილს გახდის.