საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ კუჭის, კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების მოსახსნელად!

საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ  კუჭის, კუჭ-ნაწლავის სპაზმებისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების მოსახსნელად!
სპაზმა ( კრუნჩხვა ) - კუნთის ან კუნთოვანი ჯგუფის ძლიერი, უნებლიე შეკუმშვაა, დაკავშირებული კუნთის ტონუსის მომატებასთან.
კუნთების უეცარი სპაზმური დაძაბულობა გრძელდება გარკვეული დროით ( ჩვეულებრივ წუთი ) და ხშირად თან სდევს ძლიერი ტკივილი.
კრუნჩხვების დაწყებისას უნდა სასწრაფოდ გამოიძახოთ ექიმი. მის მოსვლამდე აუცილებელია მშვიდი გარემო - პირობების შექმნა. დააწვინეთ ავადმყოფი, რომ მან შეძლოს კუნთების მოდუნება. თუ სუნთქვა დარღვეულია, უნდა უზრუნველყოთ სუფთა ჰაერის ნაკადით ან მისცეთ ჟანგბადი ჟანგბადის ბალიშიდან. ცხელ ამინდში თავიდან რომ აარიდოთ ორგანიზმის გაუწყლოება , მიეცით ავადმყოფს ცივი წყალი, რომელშიც ჩამატებული იქნება სუფრის მარილი ( 1 ჩ/კ მარილი 1 ლ წყალზე ).

დამხმარე საშუალებები - კუჭის, კუჭ - ნაწლავის სპაზმებისა და თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების მოსახსნელად.
არყი. 2 ჩ/კ კვირტები დააყენეთ როგორც ჩაი 1 ჭიქა ადუღებული წყლით, ნაყენი შესვით 2 დღის განმავლობაში 3 ჯერზე. გამოიყენეთ სპაზმებისა და კუჭის აშლილობის დროს.

ხარისშუბლა. აიღეთ 20 გრ ფესვი 200 მლ ადუღებულ წყალზე. მიიღეთ 40 წვეთი ერთხელ დღეში. გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება კუჭისა და კუჭ - ნაწლავის მწვავე სპაზმების, კრუნჩხვითი ყაბზობის, თირკმელისა და ღვიძლის ჭვლების, საერთოდ სპაზმების დროს.

ბეგქონდარა ჩვეულებრივი. აიღეთ 15 გრ ბალახი 200 მლ ადუღებულ წყალზე. მიიღეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. გამოიყენება როგორც კრუნჩხვებსაწინააღმდეგო საშუალება.

ნიორი. შეავსეთ ბოთლის ერთი მესამედი წვრილად დაჭრილი ნიორით, დაასხით გაზავებული ( 60 % ) სპირტი ან არაყი. დააყენეთ 64 დღე ბნელ ადგილზე. ყოველდღიური შეჯანჯღარებით. მიიღეთ 5 -5 წვეთი 3 -ჯერ დღეში ჭამამდე 1 ჩ/კ ცივი წყლით. ეს საშუალება კეთილმყოფელად მოქმედებს თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების დროს, აქვეითებს სისხლის წნევას.

კრუნჩხვების ( სპაზმების ) საწინააღმდეგო საშუალებები.
ყვითელი ცხვირისატეხელა ( სამკურნალო ადონისი ) აიღეთ 1 -2 ჩ/კ გამხმარი დაქუცმაცებული ბალახი 1 ჭიქა ადუღებულ წყალზე. მოზრდილებს მიაღებინეთ თითო ს/კ 3 -ჯერ დღეში. ბავშვებისათვის ორის წლის ასაკში 5 - 6 წვეთი, 6 წლისას - 15 წვეთი, 12 წლის ასაკში ორ - ორი ჩ/კ 5 - 6 -ჯერ დღეში. ნაყენს იყენებენ ხალხურ მედიცინაში კრუნჩხვების, ხველის, ჭვლების დროს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას.

ლიმონი. დილას ან საღამოს წაისვით ფეხისგულებზე ახალი ლიმონის წვენი, არაფრით არ გაიმშრალოთ, ჩაიცვით წინდები და ფეხსაცმელი მხოლოდ მას შემდეგ, როცა წვენი ფეხისგულებზე გაშრება. მკურნალობის კურსი არა უმეტეს 2 კვირა. გამოიყენება ფეხის კრუნჩხვების დროს.

გვირილა სამკურნალო. 4 ს/კ გამხმარ ყვავილედს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი; ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. მიიღეთ ჭიქის მესამედი 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. გამოიყენეთ როგორც დამამშვიდებელი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება ნევროზების დროს.

რჩევა
სპაზმებისგან ანუ კრუნჩხვებისგან თავის დაღწევა შესაძლებელია, თუ დაკრუნჩხვილ კუნთს უჩხვლეტთ ქინძისთავით ( ბულავკით ) ან სხვა რაიმე წამახვილებულით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური