არასოდეს გააკეთოთ ეს 3 რამ ტვინის შერყევის დროს!
ტვინის შერყევა - მისი პირველი სიმპტომებია თავის ტკივილი დარტყმის შემდეგ, თავბრუსხვევა და გულისრევა ( მსუბუქიდან გადასული პირღებინებამდე ) უფრო ძლიერი შერყევის დროს დაზარალებული კარგავს გონებას, ხოლო როცა გრძნობაზე მოდის, არ ახსოვს მომხდარის შესახებ. ტვინის შერყევაზე ოდნავი დაეჭვებისას აუცილებელია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას.
მანამდე კი პირველი დახმარება უნდა იყოს ასეთი:
უწინარეს ყოვლისა, დაამშვიდეთ დაზარალებული. ამის შემდეგ დააწვინეთ იგი მაგარ, სწორ ზედაპირზე - იატაკზე ( ოთახში ჩამოაფარეთ ფარდები ), მიწაზე ; და აუცილებლად დაადეთ თავზე რაიმე ცივი - თუ არის ამის შესაძლებლობა - ყინულიანი ბუშტი ან გაყინულპროდუქტებიანი პაკეტი მაცივრიდან , ან კიდევ ცივ წყალში დასველებული პირსახოცი მაინც.
ხშირად ტვინის შერყევის თანმხლებია აღგზნებადობა, მოუსვენრობა; წამოხტომის, სადღაც გაქცევის, ვიღაცასთან დარეკვის სურვილი... თუ ეს სიმპტომები სახეზეა, შეეცადეთ ტრამვირებული მსუბუქად შეაკავოთ, არ მისცეთ ადგომის უფლება.
საყურადღებოა დაიმახსოვროთ!

- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისცეთ დაზარალებულს სასმელი; უკიდურეს შემთხვევაში დაუსველეთ მას ტუჩები წყლით.
- თუ ადამიანმა დაცემის შემდეგ ცნობიერება დაკარგა, ნუ შეეცდებით მის გრძნობაზე მოყვანას - ლოყებზე ხელების თათუნით ან ნიშადურის სპირტის შესუნთქვით.
- ექიმის მოსვლამდე არ მისცეთ დაზარალებულს რაიმე წამალი.