გულის კუნთის, ფილტვების, არტერიის კედლების, სკლეროზსაწინააღმდეგო საშუალებები!

გულის კუნთის, ფილტვების, არტერიის კედლების, სკლეროზსაწინააღმდეგო საშუალებები!
სკლეროზი - სხვადასხვა ორგანოს ან ქსოვილის გამკვრივებაა, რასაც იწვევს ფუნქციური ელემენტების დაღუპვა და მათი შეცვლა შემაერთებელი ქსოვილით. სკლეროზული ცვლილებების პროგრესირებას მივყავართ დაზიანებული ორგანოს ფუნქციების თანდათანობით დაქვეითებასთან. მათ სრულ დაკარგვამდე. სკლეროზი შეიძლება განვითარდეს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში.

გულის კუნთების სკლეროზს ( კარდიოსკლეროზი ) შეუძლია მიგვიყვანოს მისი კუმშვადი უნარის მკვეთრ შემცირებამდე.
ფილტვების ქსოვილების სკლეროზი ( პნევმოსკლეროზი ) საგრძნობლად აუარესებს სისხლში ჟაგბადის გაჯერების პირობებს.
არტერიის კედლების სკლეროზი ხშირად შეინიშნება ხანდაზმულობისა და მოხუცებულობის ასაკში. ამასთანავე, გაძნელებულია სისხლის მოძრაობა სისხლძარღვოვან სისტემაში.
ყველაზე ქმედით პროფილაქტიკურ საშუალებას სკლეროზის წინააღმდეგ წარმოადგენს ბრძოლა ჭარბ წონასთან. კვებაში რეკომენდებულია იმ პროდუქტების მოხმარების შეზღუდვა, რომლებიც მდიდარია ქოლესტერინით ( ტვინი, კვერცხის გული, ხიზილალა, ცხიმოვანი ხარისხის ხორცი და თევზეული ), ასევე სუფრის მარილსაც. სასარგებლოა გამოიყენოთ მეტი ხაჭო, ვირთევზა, შვრიის ბურღული, ბოსტნეული და ხილი; ცხოველური ცხიმები უნდა შეიცვალოს მცენარეული ზეთებით.
სკლეროზული ნალექებისაგან სისხლძარღვების გაწმენდაში გვეხმარებიან ვაშლი , პირშუშხა, ნიორი, ასკილი, ოხრახუში, ზღვის კომბოსტო, ცირცელი (ჭნავი), ჟოლო, გარგარი, კომში, კოწახური, ბროწეული.

სკლეროზსაწინააღმდეგო ზოგადი ხასიათის საშუალებები.
ჭინჭარი. ავიღოთ მაისში მოკრეფილი 200 გრ ჭინჭარი, დავასხათ 0,5 ლ არაყი. ბოთლის ყელს შემოვახვიოთ დოლბანდი. პირველი დღე - ღამე დავდგათ ფანჯრის რაფაზე, ხოლო შემდგომი 6 დღე - ღამე - სიბნელეში. გავწუროთ, გამოვჭყლიტოთ. მივიღოთ 1 ჩ/კ უზმოზე 30 წთ - ით ადრე ჭამამდე და 1 ჩ/კ ღამით.
მკურნალობა გავაგრძელოთ მანამდე, სანამ არ შევსვამთ მთელ ნაყენს.

ჭარხალი. რეკომენდებულია ჭარხალი როგორც სკლეროზსაწინააღმდეგო საშუალება, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მნიშვნელოვანი შემცველობის წყალობით ( კალიუმი, მაგნიუმი, იოდი ).

ნარევი
მოამზადეთ ნარევი - 375 გრ ხორცსაკეპში დაქუცმაცებული ალოეს ფოთლებიდან ( ფოთლები აიღეთ არანაკლებ 3 - 5 წლის ასაკის მცენარიდან; ფოთლების შეჭრამდე მცენარე არ მორწყათ 5 დღე ), 625 გრ მაისის თაფლიდან, 675 მლ წითელი შემაგრებული ღვინიდან ( ყველაზე უკეთესია კაჰორი ).
ნარევი დადგით 5 დღით ბნელსა და ცივ ადგილზე. მიიღეთ პირველი 5 დღე თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში 3 სთ-ით ადრე ჭამამდე; მთელი შემდგომი დღეები სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში 1 სთ-ით ადრე ჭამამდე. მკურნალობის ვადა 2 - 3 კვირიდან თვენახევრამდეა.

რჩევა
ყოველდღე დილით უზმოზე შესვით 1 - 1,5 ჭიქა ძალზე ცხელი წყალი; ასუფთავებს სისხლძარღვებს და გამოაქვს ორგანიზმიდან სხვადასხვა დანალექი.
შენიშვნა: ზემოაღწერილი საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკურნალი ექიმის კონტროლით.
სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:შენი ჯანმრთელობა შენს ხელშია