ნატურალური კონდიციონერი, რომელიც ღრმად აღწევს თავის კანში და აჩერებს თმის ცვენას

ნატურალური კონდიციონერი, რომელიც ღრმად აღწევს თავის კანში და აჩერებს თმის ცვენას
გრძელი, რბილი, მბზინავი, სქელი თმა - ეს ხომ ყველა ქალის ოცნებაა? ამ რეცეპტის წყალობით, თქვენ სახლიდან გაუსვლელად და ძალიან იაფად შეგიძლიათ ამ ოცნების ახდენა. არ არის საჭირო თმის ძვირადღირებული ნიღბების შეძენა, როცა ყველაფერი სამზარეულოში გაქვთ.

ინგრედიენტები:


  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1-2 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი
  • 1 დიდი კვერცხი


    ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი თითის წვერებით, მასაჟისებური მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებში (ამით თავის კანქვეშ სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ). აცადეთ, რომ შეიწოვოს 10-15 წუთით. რაც მეტხანს გაიჩერებთ, მით უკეთესი. დაისველეთ თმა და ჩვეულებრივ დაიბანეთ შამპუნით.

    თუ პროცესის დაჩქარება და სრულყოფა გსურთ, ჩართეთ კვების რაციონში ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები, ა,ე და ბ ვიტამინები, ასევე რკინა და თუთია.