როგორ მოვახდინოთ სასიამოვნო შთაბეჭდილება: ჩაცმის სტილის შერჩევის წესები

როგორ მოვახდინოთ სასიამოვნო შთაბეჭდილება: ჩაცმის სტილის შერჩევის წესები
გარდერობის შერჩევისას დღეს გოგონები არ ხელმძღვანელობენ დიდი ხნის წინ დადგენილი წესებით, თუ როგორ შევხამოთ ესა თუ ის ტანსაცმელი ერთმანეთს. მოდის უდიდესი კანონმდებელი, კოკო შანელი ამბობდა: ”ერიდეთ ორიგინალურობას. მოდაში ორიგინალურობამ შეიძლება მასკარადამდე მიგიყვანოთ”. ზომიერების პრინციპის დასაცავად, და ამავდროულად მუდამ უზადო იმიჯის შესაქმნელად, უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:


1.შეიძინეთ ნივთები, რომლებიც ”საბაზისოდ” მიიჩნევა

საბაზისოდ კი მიიჩნევა ნივთების ნაკრები, რომლებიც casual და კლასიკური სტილის ტანსაცმლის ელემენტებისგან შედგება. ეს ორი სახეობა შესანიშნავად ეხამება და ქმნის თანამედროვე საქმიანი ქალის იმიჯს.

მაშ ასე, გთავაზობთ ამ ნივთების ჩამონათვალს:
  • შავი კაბა

  • თეთრი ფერის პერანგი

  • კლასიკური სწორი შავი შარვლები

  • კარდიგანი ან ჯემპერი (ნაცრისფერი ან კრემისფერი)

  • პლაში

  • მუქი ლურჯი ფერის ჯინსები (სტრაზებისა და დეკორის გარეშე)

  • ქვედა ბოლო ფანქარი

  • კლასიკური მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (შავი ან კრემისფერი)

  • ჩანთა ან კლატჩი (სიტუაციის მიხედვით (სამსახური, წვეულება) უმჯობესია, ორივე აქსესუარის ქონა)

  • ავიატორის სტილის სათვალე

  • ოქროს ან ლითონის საათი, ამასთან, უმჯობესია მამაკაცის სტილის საათის არჩევა

  • კოლიე, შეიძლება იყოს ხელოვნური მარგალიტის, მაგრამ იაფფასიანი შესრულების ელემენტების გარეშე

საბაზისო ნივთების შერჩევისას, ერიდეთ მკვეთრ ფერებს, რადგან მათი ძირითადი მახასიათებელია ფერთა მშვიდი პალიტრა.

2. იმისავის, რომ ყოველდღიური კაბა სადღესასწაულო საღამოს კაბად ვაქციოთ, არ არის აუცილებელი, რამდენიმე სახეობის შეძენა. საკმარისია, დავამატოთ შესაფერისი აქსესუარი. თუმცა, არ უნდა გადავამეტოთ და დავიმახსოვროთ შემდეგი წესები:

  • გასვლის წინ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, რომელ აქსესუარს მოიხსნით, და რომელს დაიტოვებთ

  • რეკომენდირებულია ერიდოთ ჟღარუნა ან ბრჭყვიალა აქსესუარებს ყოველდღიური იმიჯისთვის

  • მკვეთრი ფერის აქსესუარები უხდება საღამოს სტილს. საკმარისია ერთი ასეთი აქსესუარი, მაგალითად, ჩანთა

  • შეარჩიეთ ყველა აქსესუარი ერთ დიზაინერულ სტილში

  • ერიდეთ მასიური აქსესუარების შეხამებას (მძივი, სამაჯური) ტანსაცმლის ფაშფაშა ელემენტებთან (ჟაბოს სტილის სახელოები ან საყელოები)

  • ზაფხულის აქსესუარების ზამთრის ტანსაცმელთან შეხამება დაუშვებელია.

  • წვრილი ჯაჭვები დიდი ზომის მძივებს არ უხდება

  • სეზონური აქსესუარები (სათვალე, ხელთათმანები, შარფი) არ გამოიყენოთ ძირითად აქსესუარებად, რადგან მათ ნებისმიერ მომენტში მოიხსნით და ”შიშველი” დარჩებით