საოცრად გემრიელი და არომატული კარტოფილი ფრანგულად!

საოცრად გემრიელი და არომატული კარტოფილი ფრანგულად!
fpaparazzi გთავაზობთ ვახშმის რეცეპტს, რომელზე უკეთესსაც უბრალოდ ვერ მოიფიქრებთ.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი, საშუალო ზომის 6 ცალი
  • ხახვი 3 თავი
  • ზეთი 2-3 ს/კ
  • პროვანსული ბალახები
  • მარილი


მომზადების წესი:
  1. კარტოფილი დაჭერით თხელ, დაახლოებით 0,5 სმ სიდიდის ნაჭრებად.
  2. იგივენაირად დაჭერით ხახვი.
  3. მოათავსეთ ყველაფერი ზეთწასმულ ფორმაში ხახვისა და კარტოფილის მონაცვლეობით.
  4. მოაყარეთ მარილი და პროვანსული ბალახები.
  5. მოასხით გამდნარი კარაქი.
  6. აცხვეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.
  7. თავიდან უმჯობესია გადააფაროთ ფოლგა, ბოლოსკენ კი მოხსნათ, რომ ზემოდან დაიბრაწოს კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!