6 პროდუქტი მბზინავი კანისთვის - ეს ყველაფერი სახლში გექნებათ!
- პომიდვრის წვენი:
შეურიეთ ერთმანეთს პომიდვრის და ლიმონის წვენი და წაისვით სახეზე. - დარიჩინის ფხვნილი და თაფლი
შეურიეთ ერთმანეთს დარიჩინის ფხვნილი და თაფლი, მიღებული ნარევი წაისვით სახეზე. დაიტოვეთ მთელი ღამით. ეს ნიღაბი ძალიან კარგად შველის მუწუკებს, ასევე კარგია აქრობს აკნესგან დატოვებულ კვალს. - რძე და ლაიმის წვენი
რძისა და ლაიმის წვენის ნარევს ცოტაოდენი მარილი დაუმატეთ. წაისვით სახეზე. ეს ნარევი ხსნის და ასუფთავებს ფორებს. - კურკუმა, სანდლის ხე და რძე
ცოტაოდენი კურკუმა და სანდლის ხის ფხვნილი შეურიეთ, დაუმატეთ რძე. მიღებული პასტისებური მასა წაისვით სახეზე და 5 წუთით გაიჩერეთ. ჩამობანის შემდეგ კანი სუფთა და ბზინვარე გექნებათ. - ყურძენი
ყურძენს კანისთვის სასარგებლო ბევრი თვისება აქვს. შეგიძლიათ, ყურძნის მარცვლებით ნაზად დაიზილოთ კანი, ან გამოწურეთ წვენი და ისე წაისვით. ყურძენი კანს დაარბილებს და ააელვარებს.