კანის ეფექტურად გაწმენდა სოდის მეშვეობით. წარმოუდგენელი შედეგია!

კანის ეფექტურად გაწმენდა სოდის მეშვეობით. წარმოუდგენელი შედეგია!
საკვები სოდა ყოველ ოჯახში მოიპოვება. კულინარიისა და სხვა შინაური საქმეების გარდა, მას ეფექტურად იყენებენ კოსმეტიკურ ნიღბებში. არსებობს საბაზისო ნიღაბი, რომლის დახმარებითაც კანის რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტა არის შესაძლებელი. თუ კანის გაწმენდა და მკურნალობა გესაჭიროებათ, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! ეფექტი მალევე გახდება შესამჩნევი - კანი გლუვი და რბილი გახდება, დამშვიდდება და განახლდება. და აი რატომ...

სოდა - ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომლის მიმართ სოკო და ბაქტერიები მგრძნობიარეა, იგი ეხმარება აკნესა და ლაქების მოცილებაში. ეს საშუალება რბილი ანტისეპტიკია, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. სოდა ეფექტურად ასუფთავებს ფორებს.

საბაზისო ნიღაბი

  • მოსამზადებლად 1 ს.კ. წყალი შეურიეთ 1,5 ს.კ. სოდასთან. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთით.
  • შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით და კარგად გაიმშრალეთ კანი. პილინგის ეფექტის მისაღებად, მსუბუქი მასაჟის მოძრაობით დაიზილეთ პრობლემური ადგილები.
  • ნიღბის ეფექტურობის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა მარტივი ინგრედიენტები.
  • ნიღაბი ფორთოხლის წვენით - იგივე რეცეპტი, მაგრამ წვენი ცვლის წყალს. ვიტამინი, რომელსაც იგი შეიცავს, კანს ხასხასას გახდის და ფორები ნაკლებად შესამჩნევი იქნება.
  • სოდისა და წყალბადის პეროქსიდის ნარევი - ეფექტური საშუალებაა აკნეს წინააღმდეგ ცხიმიანი კანისთვის. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
  • თაფლი, სოდა და წვენი - ბუნებრივი კომპონენტების მიქსი მშრალი კანისთვის აკნეს წინააღმდეგ.


ეს მნიშვნელოვანია! არასოდეს წაისვათ ნიღაბი ჭრილობებზე, ნაკაწრებზე, გარუჯულ კანზე, სილურჯეებზე და თვალების ირგვლივ კანზე. გამოყენებამდე ჩაატარეთ მარტივი ტესტი შეუმჩნეველ ადგილზე უსიამოვნო რეაქციების გამოსავლენად - წვა, სიწითლე. თუ წვა მწვავეა, სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ნარევი.