თირკმელ - კენჭოვანი დაავადების მკურნალობა უებარი ხალხური რეცეპტით!

თირკმელ - კენჭოვანი დაავადების მკურნალობა უებარი ხალხური რეცეპტით!
ექიმმა დამიდგინა თირკმელ - კენჭოვანი დაავადება. პერიოდულად მაწუხებდა ტკივილი წელის არეში. როგორც ამიხსნეს, დროდადრო მქონდა ქვიშის გავლა საშარდე გზებში. ბევრნაირი წამალი ვსვი, მაგრამ ტკივილი ვერ მოვიშორე. ნაცნობმა მასწავლა, - ასეთ დროს ცირცელის ვაჟინი გიშველისო.

დაგვჭირდება:
  • 1 კგ ცირცელის ნაყოფის წვენი
  • 600 გრ შაქარი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 კგ ახალდაკრეფილი ნაყოფის წვენი ადუღეთ 600 გრ შაქართან ერთად. სვით 2 - 2 სუფრის კოვზი დილა - საღამოს. ამ წამლის მიღების შემდეგ წელის ტკივილი აღარ მქონია.

ექიმის კომენტარი:
ცირცელი ვარდისებრთა ოჯახის ხეა. ყვავილობს მაისსა და ივნისის დასაწყისში. ნაყოფი კი პირველი ყინვების შემდეგ ხდება მოსაკრეფად ვარგისი ( ნოემბერ - დეკემბერში ) - ამ დროს კარგავს მომწარო გემოს.
ცირცელი შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, სისხდენის შემაჩერებელი ეფექტით გამოირჩევა. ხალხური მედიცინა მას უხსოვარი დროიდან იყენებდა სისხლნაკლებობის, ღვიძლისა და თირკმელთა პათოლოგიების, შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევათა და ჰემოროის სამკურნალოდ.
ცირცელის ნაყოფი ბუნებრივი პოლივიტამინია. ჩეიცავს C, B2 ვიტამინებს, კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, ორგანულ მჟავებს, შაქარს, ეთერზეთებსა და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მდიდარია მიკროელემენტებითაც, კერძოდ, იოდით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინას კი ვაშლზე 4-ჯერ მეტს შეიცავს.
იოდის შემცველობის გამო ცირცელის ნაყოფი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების დროს. მაღალი არტერიული წნევისას კარგია ახალდაკრეფილი ნაყოფის ჭამა.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი