წითელი ცირცელი დაგეხმარებათ მეჭეჭების გაქრობაში და კუჭ-ნაწლავის ნორმალურად მუშაობაში.
ცირცელი წითელი- სამკურნალო კენკრაა. ის გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ნომრმალურ მუშაობაში.
- ჩაყარეთ წითელი ცირცელი დიდ ბოთლში - კენკრის ფენის შენაცვლებით შაქრის ფხვნილის ფენასთან. ზუსტი პროპორციები მნიშვნელოვანია. შაქარი ეხმარება კენკრიდან წვენის გამოყოფას.
დადგით ბოთლი ყელზე ქსოვილშემოხვეული თბილ ადგილზე. რამდენიმე ხნის შემდეგ შაქარი გადნება. დააყენეთ სიროფი სამი კვირიდან ერთ თვემდე. არ დააცალოთ სიროფს ადუღება - გაწურეთ და გამოჭყლიტეთ კენკრები. სიროფი რომ დააკონსერვოთ და თავიდან აიცილოთ დუღილი, დაუმატეთ სპირტი ( 25 გრ 500 გრ სიროფზე ). მიიღეთ 0,5-1 სირჩა ( ღვინის ჭიქა ) დილით უზმოზე, შეგიძლიათ გააზავოთ ცივი წყლით. როგორც კი კუჭის მოქმედება მოწესრიგდება, შეისვენეთ. შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. - ცხიმიანი თმების გადასავლებად დაბანვის შემდეგ გამოიყენეთ ცირცელის ნაყოფის ნახარში:
1 ს/კ ცირცელი 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე. ადუღეთ 10 წთ, გაწურეთ. - ფეხების ოფლიანობისას, საღამოს საპნით დაბანვის შემდეგ ტერფები ჩაყავით ცირცელის ფოთლების ნაყენიან პატარა აბაზანაში.
- ცირცელი დაგეხმარებათ აგრეთვე მეჭეჭების გასაქრობად: კენკრის ფაფა დაიდეთ ღამით და დაიმაგრეთ სალბუნით. საკმარისია 10 პროცედურა, მეჭეჭები რომ მოგცილდეთ.