თაფლიანი მედოკი - ყველა ჩვენგანის საყვარელი ნამცხვარი

თაფლიანი მედოკი - ყველა ჩვენგანის საყვარელი ნამცხვარი
fpaparazzi-მა გადაწყვიტა ამჯერად ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ნამცხვრის ტრადიციული რეცეპტი შემოგთავაზოთ.

საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 300გ
  • შაქარი- 200გ
  • კარაქი- 100გ
  • თაფლი- 2ს.კ
  • კვერცხი- 2ცალი
  • სოდა- 1ჩ.კ


კრემისთვის:
  • კარაქი- 300გ
  • მოხარშული შედედებული რძე- 1 ქილა
  • ნიგოზი- 100გ


მოსართავად:
შავი შოკოლადი

მომზადების წესი:
1. გაადნეთ კარაქი, შაქარი და თაფლი. სასურველია ორთქლის აბაზანაზე. თან გამუდმებით ურიეთ დაახლოებით 4-5 წუთის განმავლობაში
2. შემდეგ დაუმატეთ სოდა და კვლავ კარგად აურიეთ. შემდეგ კი კვერცხი და ფქვილი დაამატეთ მიღებულ მასას.
3. მიღებული ცომი, საშუალო სისქის უნდა იყოს. აცადეთ 30 წუთით შეგრილება და შემდეგ 7-8 თანაბარ ნაწილად გაყავით
4. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ, სააფინეთ საცხობ ფორმაზე და აცხვეთ დაახლოებთ 3-5 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
5. როდესაც ყველა ფირფიტა მზად იქნება, გვერდები დანით გაუსწორეთ და თითოეულს კრემი წაუსვით.
კრემის მომზადება:
კარგად გათქვიფეთ კარაქი და ნელ ნელა დაუმატეთ შედედებული რძე.
ნამცხვარი შეგიძლიათ მორთოთ როგორც შოკოლადით, ისე დაფხვნილი ბისკვიტის ნარჩენებით.
გემრიელად მიირთვით.