შოკოლადის ფანქეიქები საუზმისთვის

შოკოლადის ფანქეიქები საუზმისთვის
fpaparazzi უგემრიელესი ამერიკული, შოკოლადიანი ბლინების რეცეპტს გთავაზობთ... ისევე სწრაფად მზადდება, როგორც იჭმება.

საჭირო მასალა:
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2-3 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 3-4 ს/კ კაკაო
  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ სოდა ძმრით
  • ¼ ჭიქა ზეთი


მომზადების წესი:
  1. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი სქელი ქაფის წარმოქმნამდე.
  2. ქარი და მარილი სქელი ქაფის წარმოქმნამდე. დაუმატეთ ერთი ჭიქა რძე, კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი.
  3. დაუმატეთ დარჩენილი რძე, კვლავ ფქვილი და კაკაო. თან შეუჩერებლად თქვიფეთ.
  4. ჩაასხით წვრილი ნაკადით ზეთი. დაუმატეთ სოდა ძმრით და კარგად აურიეთ.
  5. გააჩერეთ მიღებული მასა 5-10 წუთი.
  6. ამასობაში გაახურეთ უწვავზედაპირიან ტაფა საშუალო ცეცხლზე.
  7. დაასხით სუფრის კოვზით ცომი და შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით!