მოამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი საკუთარი ხელით!

მოამზადეთ ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი საკუთარი ხელით!
ეს შინ მომზადებული გამწმენდი კრემი არამხოლოდ ატენიანებს კანს, არამედ ექსფოლიატორის როლსაც ასრულებს, ანუ კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, რომლებიც ხელს უშლის კანში ტენის შენარჩუნებას და ხსნის იმ უჯრედებს, რომლებიც ამას ემსახურება, შედეგად კი თქვენი კანი გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება.

ამ ჯადოსნური გამწმენდის ყოველდღიური გამოყენების შემდეგ ნახავთ, რამდენად დადებითად აისახება ის თქვენი კანის მდგომარეობაზე.

ინგრედიენტები:

  • ნუში
  • ბრინჯი
  • რძის ფხვნილი


მომზადება:

  1. 6 ცალი ნუში და 2 ჩაის კოვზი ბრინჯი დაფქვით ბლენდერში ან ყავის საფქვავში ძალიან წმინდა ფხვნილის მიღებამდე.

  2. დაფქული მშრალი ინგრედიენტები მოათავსეთ სუფთა ჭურჭელში (თავსახურიანში) და დაამატეთ 1-2 ჩაის კოვზი რძის ფხვნილი.

  3. გამოყენებისას, 1 ჩაის კოვზი ფხვნილი შეურიეთ წყალში ისე, რომ პასტისებური კონსისტენცია მიიღოთ.

  4. მასაჟისებული მოძრაობებით, ნაზად შეიზილეთ გამწმენდი სახისა და ყელის კანზე, გაიჩერეთ დაახლოებით ერთი წუთი და ჩამოიბანეთ ჯერ ცივი, მერე კი თბილი წყლით.

  5. წაისვით თქვენთვის სასურველი ტონიკი ან დამატენიანებელი კრემი.

    შენიშვნა: გამწმენდის გამოყენებამდე კანიდან ყოველგვარი მაკიაჟი უნდა მოიშოროთ. ეს გამწმენდი მაკიაჟს ვერ მოგაშორებთ.