გაიგეთ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ თივის ცხელებას
თივის ცხელებით შეპყობილი ადამიანები გვარწმუნებენ, რომ იგი ერთ - ერთი ყველაზე უფრო უსიამოვნო დაავადებაა. ხალხური მედიცინა თივის ცხელებას სამ ტიპად ჰყოფს: სუსტად, ზომიერად მწვავედ და მწვავედ. არსებობს მკურნალობის როგორც პროფილაქტიკური, ასევე სიმპტომატური მეთოდი.
თუ მოსალოდნელი ცხელების გამომჟღავნებამდე დღეში ერთხელ ფიჭის ანათალს დავღეჭავთ, დაავადება ან არ ვლინდება, ან მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს. მსუბუქი ფორმის დროს თაფლიანი ფიჭის ღეჭვას ურჩევენ დღეში ერთხელ ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკევობით. ამ დროს სურდო არ გექნებათ და ცხვირით სუნთქვა შესაძლებელია. თუ თაფლიანი ფიჭა არ გაქვთ, მიირთვით 2 ჩ/კ თაფლი.
ზომიერად მწვავე თივის ცხელებას უნდა ვუმკურნალოთ თაფლიანი ფიჭის ღეჭვით, დღეში 5 -ჯერ პირველი ორი დღის განმავლობაში და შემდეგ დღეში 3 -ჯერ მკურნალობის დარჩენილ პერიოდში. ზომიერად მწვავე თივის ცხელების მკურნალობის დროს შემდეგი დასკვნები გაკეთდა: ა) თვალის ცრემლიანობა წუთში წყდებოდა; ბ) გაჭედილი ცხვირი სამ წუთში იხსნებოდა; 6 წუთის შემდეგ შესაძლებელი იყო ცხვირით სუნთქვა; გ) სურდო 5 წუთში ქრებოდა; დ) ყელში ანთებითი პროცესი ქრებოდა 3 - 5 წუთში.
მწვავე თივის ცხელების დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს:

- დაავადების მოსალოდნელ დაწყებამდე სამი თვით ადრე მიიღეთ 1 ს/კ თაფლი ყოველი ჭამის შემდეგ დესერტად. საუკეთესო საშუალებაა თაფლიანი ფიჭა, მაგრამ გამოწურული თაფლიც ეფექტიანია.
- დაავადების მოსალოდნელ დაწყებამდე ორი კვირით ადრე მიიღეთ 2 ჩ/კ თაფლი და 4 ჩ/კ ვაშლის ძმარი ნახევარ ან ერთ ჭიქა წყალზე, საუზმის წინ და საღამოთი. მკურნალობა გააგრძელეთ, სანამ დაავადების სიმპტომები არ გაქრება.
- განაგრძეთ 1 ს/კ თაფლის მიღება დესერტად სადილსა და ვახშმის შემდეგ. დალიეთ აგრეთვე ვაშლის ძმრისა და თაფლის ნახავი საუზმეზე და საღამოთი.
- საჭიროების შემთხვევაში უფრო ხშირად ღეჭეთ ფიჭის ანათალი დღის განმავლობაში, რათა გამორიცხოთ სურდო და თავისუფლად ისუნთქოთ ცხვირით.
ვაშლის ძმრის, თაფლის ნაზავისა და ფიჭის ანათალის ღეჭვის ერთდროულად გამოყენება გაცილებით უფრო მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე თივის ცხელების საწინააღმდეგო ინექციები. თივის ცხელების მკურნალობის აღწერილი წესის დროს პაციენტები იშვიათად ახველებენ, ცხვირიდან გამონადენი აღარ აქვთ.