მარტივი ხრიკები ნაოჭების, ხაზებისა და თვალის გარშემო მუქი წრეების მოსაშორებლად
გთავაზობთ ამ პრობლემების მოგვარების 6 მარტივ ხერხს:
- გამოიყენეთ კარტოფილი თვალის ქვეშ მუქი ზონის გასაღიავებლად:
აიღეთ საშუალო ზომის კარტოფილი და წვრილად გახეხეთ და მიღებული მასა დაიდეთ თვალების ირგვლივ. კარტოფილი დაატენიანებს კანს, გაწმენდს ჭუჭყისგან და მკვდარი უჯრედებისგან და მოგაშორებთ მუქ წრეებს. - დაიწყვეთ თვალებზე კიტრის ნაჭრები:
კიტრი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ზემოქმედებით თვალის გარშემო კანზე. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ის მუქ წრეებსაც მოგაშორებთ. - ვარდის წყალი:
დაასველეთ ბამბა ვარდის წყალში და დაიწყვეთ თვალებზე. მოდუნდით 5 წუთით. ვარდის წყალი კანს გამოშრობისგან იცავს. ასევე ხელს უშლის ხაზებისა და ნაოჭების გაჩენას. - დიეტა:
ეცადეთ, მიიღოთ ც ვიტამინით მდიდარი საკვები, როგორიცაა ლაიმი, ლიმონი, ისპანახი, ფორთოხალი. ასევე ვიტამინებით უხვად გაჯერებული საკვები, მაგალითად სტაფილო, კვერცხი, თევზი. ეს საკვები შიგნიდან კვებას უჯრედებს და დაბერების ნიშნებს ამცირებს. - კარგად იძინეთ:
ყოველთვის დაისრულეთ ძილი. ადამიანს დღე-ღამეში 6-8 საათი ძილი ესაჭიროება. ღამით გვიანობამდე ფხიზლობა და გამოუძინებლობა მუქი წრეების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია. - სვით ბევრი წყალი:
წყალის ნაკლებობა კანზე ცუდად აისახება. დღეში 3-5 ლიტრი წყლის მიღებაა რეკომენდებული. წყალს გამოაქვს შლაკები და თქვენს გარეგნობაზე დადებითად მოქმედებს.