აი რატომ უნდა აკრძალოთ გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ხსნადი ფხვნილები!
ადამიანების უმრავლესობა გაციებისა და გრიპის პირველივე სიმპტომების შემჩნევისას დახმარებისთვის სპეციალურ ხსნად ფხვნილებს მიმართავს. სამწუხაროა, თუმცა მსგავსი საშუალებები ებრძვის არა უშუალოდ პრობლემის გამომწვევ მიზეზს, არამედ დროებით გვიხსნის უსიამოვნო სიმპტომებს. ასეთ დროს ორგანიზმი განაგრძობს ფუნქციონირებას საკუთარი რეზერვების ხარჯზე, რის შედეგადაც ის კიდევ უფრო სუსტდება და მას თავდაცვითი ძალები უქვეითდება.
''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ 100%-ით ნატურალურ, ძალზედ არომატულ საშუალებას, რომლის დახმარებითაც თქვენ მაქსიმალურად ხანმოკლე დროში დაამარცხებთ გრიპსა და გაციებას, აიმაღლებთ იმუნიტეტს და გაიჯანსაღებთ ორგანიზმს.
ინგრედიენტები:
მომზადება:
მიღებული საშუალების 2 ან 3 ჩაის კოვზი ჩაამატეთ თბილ ჩაიში, კარგად მოურიეთ და მიირთვით ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ. ასეთ გემრიელ და არომატულ ჩაიზე პატარებიც არ იტყვიან უარს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

- 2 ლიმონი;
- 2 ს.კ ნატურალური თხევადი თაფლი;
- 30-40 გრამი ჯანჯაფილის ნედლი ფესვი.
მომზადება:
- კარგად გარეცხეთ ლიმონი, დაჭერით 4 ნაწილად და გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააქუცმაცეთ ბლენდერის დახმარებით.
- ჯანჯაფილის ფესვი გაასუფთავეთ კანისგან, გახეხეთ წვრილად და ჩაამატეთ ლიმონის ფაფაში.
- ჯანჯაფილისა და ლიმონის ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი.
- გულდასმით გადაურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური და შინახეთ მაცივარში.
მიღებული საშუალების 2 ან 3 ჩაის კოვზი ჩაამატეთ თბილ ჩაიში, კარგად მოურიეთ და მიირთვით ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ. ასეთ გემრიელ და არომატულ ჩაიზე პატარებიც არ იტყვიან უარს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!