მიირთვით ეს სასმელი დღეში 1-ხელ და მოიშოროთ ცხიმოვანი ფენები წელის არედან.

მიირთვით ეს სასმელი დღეში 1-ხელ და მოიშოროთ ცხიმოვანი ფენები წელის არედან.
ჭარბი წონა თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რის გამომწვევ მიზეზსაც ცხოვრების ნაკლებად აქტიური სტილი წარმოადგენს. დრო, რომელსაც ტელევიზორისა და კომპიუტერის წინ ვატარებთ, კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას და აუარესებს ჩვენს ჯანმრთელობას.

გარდა იმისა, რომ ცხიმოვანი ფენები ძალზედ უშნოდ გამოიყენება, ეს პრობლემა გაცილებით ღრმაა და პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ჭარბწონიანი ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მოცემული პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა მკაცრ დიეტებსა და მძიმე ფიზიკურ ვარჯიშებს მიმართავს.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დიეტების უმრავლესობა არა სასარგებლო, არამედ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება სწორ კვებას, უამრავი ადამიანისთვის ეს ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა.

რეცეპტი, რომელიც დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ, აჩქარებს ცხიმის წვის ბუნებრივ მექანიზმს და გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში, თანაც მოცემული საშუალებისთვის გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

ინგრედიენტები:
  • 1 ლიმონი;
  • ჯანჯაფილის პატარა ზომის ნაჭერი;
  • ერთი მუჭი ისპანახი;
  • 1 ჭიქა წყალი.

მომზადება:

პირველ რიგში, გარეცხეთ ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი და გაასუფთავეთ კანისგან. გარეცხილი ჯანჯაფილი და ისპანახი მოათავსეთ ბლენდერში და დაფქვით. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაწურეთ 1 ლიმონის წვენი და ჩაასხით 1 ჭიქა წყალი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღების წესი:

მიირთვით ეს საშუალება ყოველ დილით, მშიერ კუჭზე. მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ მეტაბოლიზმისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებას. თუ ტქვენ მოცემული საშუალების მიღების პარალელურად იტყვით უარს ცომეულზე და ტკბილეულზე, დატვირთავთ საკუთარ თავს ფიზიკურად, გასაოცარი შედეგი ხანმოკლე დროში თვალსაჩინო იქნება.